ჩვენ რუს დეპუტატებს ვუთხარით, - ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდა, მტრობა არ გვინდა, ნეიტრალიტეტი გვინდა და ეს ყოფილა ღალატი! - ირმა ინაშვილი
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, მოსკოვში ვიზიტის გამო საზოგადოების გამოხმაურებებს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ვრცელი წერილით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გუშინ არა ერთი კომენტატორის "შეფასებებს" მოვუსმინე. ყველაზე მეტად რომან გოცირიძე დამამახსოვრდა. აი, ის რომან გოცირიძე, რომელიც არც სოხუმს იცავდა, არც ცხინვალს... ახლა კი, უკრაინის დამცველად გვევლინება. სინამდვილეში, უბრალოდ ლაყბობს, არაფრის დამცველია, პირველი ეგ გაიქცევა და ბევრია მისი მსგავსი.
უკრაინაში მსხვერპლია, ნგრევა. ეს დიდი ტრაგედია და ტკივილია. ჩემთვის პირადი ტკივილიცაა, ვინაიდან ნათესავები მყავს უკრაინაში. მარტინენკოებიც და ინაშვილებიც. არ აკვირდებით, აქამდე ძირითადად სახმელეთო ბრძოლები იყო. Ახლა თვითმფრინავებს ვხედავთ. თუ დაბომბვა დაიწყო, მსხვერპლი მრავალჯერ გაიზრდება, მე ამას განვიცდი და ეს მაშინებს. მინდა, საქართველო გადარჩეს!
ორი თვის წინ ვამბობდით, რომ ომი დაიწყება, არავის არ სჯეროდა. ვამბობდით: ნეიტრალიტეტზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ გადავრჩეთ, უკვე ზელენსკი იხვეწება ნეიტრალიტეტს.
ახლა ვამბობ: უბედურება დატრიალდება, დაბომბვა, მსხვერპლი... მოსალოდნელია, რომ ომი პოლონეთში ან ბალტიისპირეთშიც გავრცელდეს და ჩვენ, ვიმეორებ, უნდა გადავრჩეთ.
ახლა რომ ბევრი, ვითომ დამცველი გამოუჩნდა უკრაინას, ყველა გაიქცევა და ჩვენ შევრჩებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და არა უკრაინა და ჩვენ ომს უნდა ავცდეთ, რომელიც კარს მოგვადგა.
კანცლერი შოლცი რუსებთან მუდმივად ლაპარაკობს და ეს ღალატი არ არის. მაკრონიც ლაპარაკობს და არც ესაა ღალატი. ზელენსკი ნეიტრალიტეტსაც იხვეწება და პუტინთან შეხვედრასაც და მოღალატე არ არის.
ჩვენ რუს დეპუტატებს ვუთხარით, - ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდა, მტრობა არ გვინდა, ნეიტრალიტეტი გვინდა და ეს ყოფილა ღალატი! ვის ან რას ვღალატობთ. უკრაინას ვღალატობთ? ვიმეორებ: შოლცი, მაკრონი, თვითონ ზელენსკი, ერდოღანი, სხვები ამ წუთებშიც ლაპარაკობენ რუსეთთან. მათთვის ეს შეიძლება. ჩვენთვის- არა?! მეტს გეტყვით, სააკაშვილმა ნეიტრალიტეტზე რომ დაიწყო ლაპარაკი, გმირად გამოაცხადეს.
სააკაშვილი და კალაძე რომ ჩავიდნენ მოსკოვში და თქვან: მშვიდობა გვინდა, ტვ პირველიც და "იმედიც" გმირებად გამოაცხადებენ. ჩვენ კი, უბრალოდ გვლანძღავენ. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოება უნდა დააბნიონ, შეაშინონ, საღი აზრი მოსპონ, საყოველთაო ფსიქოზი უნდა გამოიწვიონ და ამ ფსიქოლოგიური ტერორის პირობებში სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალება უნდა, ზელენსკის კი- საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამიტომაც ლაპარაკობს, რომ საქართველოდან რუსეთში ვითომ იარაღი შედის.
ეს ყველაფერი უნდა გავიაზროთ, რომ ომს ავცდეთ. თორემ ესენი ისევ გაიქცევიან. ჩვენ კი, ისევ აქ დავრჩებით.
აქ დავრჩებით და ჩვენს სამშობლოს დავიცავთ, რაც ბევრჯერ გაგვიკეთებია და კიდევ გავაკეთებთ",-წერს, ინაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობაა ამაში ჩართული - ღარიბაშვილი კონდრაბანდაზე
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























