დაკავებულის ოჯახი ირწმუნება, რომ 46 წლის კაცი საკუთარმა შვილმა მოკლა - მკვკლელობა ასპინძაში

მკვლელობა ასპინძაში - განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცის ოჯახის დუმილს არღვევს. ნოდარ არაფხანიას ახლობლები ამტკიცებენ, რომ 46 წლის ვანო წითლიძე საკუთარმა შვილმა მოკლა, პოლიციამ კი დამნაშავეს ხელი დააფარა და ციხეში უდანაშაულო ადამიანი გაუშვა.

"ოჯახის მტკიცებით, დაკავებული მამაკაცი თავს იცავდა. ისინი სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელიან. საქმეზე გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა ხვალ უნდა გამოაცხადონ.

შელაპარაკება მოუვიდათ იქ, სოფელში, რის შემდეგაც ეს ბიჭები გამოყვნენ გზაში. ნოდარი წააქციეს, მაშნვე დაეცა ნოდარი ძირს. ეს მეუღლე და დედაჩემი ეცდებიან, რომ ქვევიდან გამოსტაცონ და ამ დროს მეუღლე ეძახის, რომ "ნოდარი, ფრთხილად, დანა აქვთ". რა მოხდა აის შემდეგ არ ვიცი. როგორც ვიცი, ნოდარი ადგა ფეხზე ამის შემდეგ და შევარდა სახლში. შეცვივდნენ ესენიც, სახლში შეჰყოლიან, მოუხურიათ კარი, კარები ლაწან-მტვრევით გააღეს და ამ დროს დაიჭრა ჩემი რძალი, რამდენადაც ვიცი. ნოდარიზე მოქნეული დანა მოხვდა ჩემს რძალს. ამას განრზახული ჰქონდა ნოდარის მოკვლა, თორემ დანა რად უნდოდა? და წერს, რომ შევედი ეზოში, შემდეგ გადავაგდე ეს დანა. დანა საქმეშ არ ჩანს. გვაქვს კითხვები, სად არის ეს დანა? რატომ არ მოხდა ამ დანის ამოღება? სიმართლე გვინდა გარიკვეს, რომ ვისი დანით არის მოკლული. აი, მართლა, გულწრფელად მაინტერესებს. სიმართლე გაირკვეს, თუ დამნაშავეა, დაისაჯოს", - ამბობს დაკავებულის ახლობელი. 
დაღუპულის ოჯახის უფლებადამცველი ირწმუნება, რომ საქმე განზრახ მკვლელობასთან გვაქვს და სასამართლომ ხვალ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება ასევე, დაზარალებულის ოჯახიც.

შეგახსენებთ, ასპინძაში  46 წლის მამაკაცი დეკემბრის ბოლოს მოკლეს.  თავდაპირველად მხარეები  ერთმანეთს ავტომობილებით ჩაუსაფრდნენ და ერთმანეთს შეეჯახნენ. კონფლიქტი საცხოვრებელ სახლში გაგრძელდა, სადაც ვანო წითლიძე ცივი იარაღით მოკლეს.  

წყარო:ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ვიაროთ ევროპისკენ უკანმოუხედავად - გია ცაგარეიშვილი

🔵ვინ იყო ვანგა და მართლა სრულდება, თუ არა მისი წინასწარმეტყველებები?!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1754808348

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს...

დაკავებადაკავება

1754808290

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელიცირკულა...

შსს

1754806808

მსოფლიო

თელ-ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

 თელ-ავივში ათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა და „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. Reuters-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან პრემიერ-მინისტრ ბე...

აქციაა

1754771799

მსოფლიო

„უკრაინის მეორედ დაყოფა არ მოხდება“ - ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სთან კონტაქტებს სხვადასხვა დონეზე ინარჩუნებს

 კიევი „უკრაინის გაყოფის მეორე მცდელობას“ არ დათანხმდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მოთხოვნებს მთელი დონბასის მისთვის გა...

ზელენსკი

1754769208

მსოფლიო

საბერძნეთმა ღაზას სექტორში რვა ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით ჩაუშვა

 საბერძნეთის საჰაერო ძალების ორმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა ღაზას სექტორში რვა ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება ჩაუშვა. ორი ბერძნული თვითმფრინავი, C-130 და C-27, 8 აგვისტოს, დილით იორდანიის მიმართუ...

საბერძნეთი