დავით ჩიხელიძე: რაც ახლა საქართველოში ხდება ეს მთავრობის შეცვლის სტანდარტული პროცედურაა, რომელიც ნათელია რომ ვერ განხორციელდა, განვითარებულ პროცესებში აშშ-ის ხელი მკაფიოდ ჩანს

 „ჯეფრი საქსს ქართულ აუდიტორიასთან წარდგენა არ სჭირდება, ეს არის ადამიანი, რომელიც ფაქტებზე დაფუძნებულ ობიექტურ ჭეშმარიტებას ამბობს, სწორედ ამიტომ ცდილობს ოპოზიცია მის გაშავებას, მაგრამ აქ ერთი საინტერესო დეტალია, ვარდს რაც არ უნდო უწოდო ის მაინც ვარდი იქნება, ასევეა სიმართლე. სიმართლე ყოველთვის სიმართლე იქნება, მიუხედავად მისი მთქმელისა...- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

„ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს ჯეფრი საქსი რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს შეეხო მათ შორის ე.წ. deep state-ს ასადის რეჟიმის დამხობას, ამერიკის როლს კავკასიაში მიმდინარე პროცესს, ტრამპის ინაუგურაციას და ა.შ.

აშშ-ს როლი ასადის დამხობაში.

მიუხედავად იმისა რომ ასადის რეჟიმი ახლახან დაემხო, ეს იყო აშშ-ს მიერ 13 წლის წინ დაწყებული ოპერაცია, რომელიც დღემდე გრძელდებოდა, ომი 2013 წელს დაიწყო, სტანდარტული სცენარით, რომელსაც cia-მიმართავს ხოლმე, სირიელი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის, რა თქმა უნდა იქვეა ოპოზიცია, იწყება აქციები და ა.შ. როცა აქციები ახალ ეტაპზე გადადის და შეტაკებებში გადაიზრდება საქმეში cia-ერთვება ისინი იქ ფიზიკურად არ არიან, მაგრამ "თავისუფლებისთვის მებრძოლ" ადამიანებს ეხმარებიან, როგორც ფინანსური ასევე სამხედრო კუთხით. რა მოიტანა სიტუაციის ესკალაციამ? 13 წლიანი ომი, ათასობით ადამიანის სიკვდილი, ისტორიული მნიშვნელობის ობიექტების და სირიის ინფრასტრუქტურის განადგურება.

მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო შეტაკებიდან მალევე დიპლომატები სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებდნენ, მათ სამშვიდობო ხელშეკრულება შეიმუშავეს, თუ გამოიცნობთ ვინ იყო უარზე? რა თქმა უნდა აშშ. მათ არ სურთ მშვიდობა! მათი მოთხოვნა იყო ასადის, როგორც რეჟიმის წარმომადგენლის წასვლა, რაც რა თქმა უნდა სირიისთვის მიუღებელი იყო, ასე გაუშვეს ხელიდან სამშვიდობო მოლაპარაკების შესაძლებლობა და ქვეყანა 13 წლიანი ომისთვის გაიმეტეს. რაც შეეხება სირიის საკითხში რუსეთის პასიურობას, ეს წმინდა სამხედრო გადაწყვეტილება იყო, რუსეთს უკრაინაში 1200 კილომეტრიანი ფრონტის ხაზი აქვს, შესაბამისად ამ ეტაპზე სირიის კონფლიქტში, სამხედრო ინტერვენცია მათთვის არამოგებიანი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რუსეთი სირიიდან წამოვიდა, დიდი ალბათობით რუსეთი ამას არც კი განიხილავს.

მთავარი კითხვა რაც დღემდე პასუხგაუცემელია, მსოფლიომ და ამერიკამ დღემდე არ იცის რატომ გვძულს ასადი....

Cia-ს გავლენა ჟურნალისტებზე.

new york times - დღემდე სახელმწიფოს პროპაგანდის იარაღია, cia-ს ჰყავს ჟურნალისტთა ჯგუფი რომელსაც ხელფასს უხდიან და ისინი მათთვის მისაღებ ინფორმაციას ავრცელებენ.

ისრაელი პალესტინის კონფლიქტი.

ისრაელი პალესტინის კონფლიქტს კონფლიქტს შესაძლოა გაგრძელებას ჰქონდეს და ისრაელმა ირანს დაარტყას, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ ირანის პარტნიორები არიან, ჩინეთი და რუსეთი, ის ასევე არის ბრიქსის წევრი... რაც შეეხება ირანის პარტნიორ რუსეთს მას 6 000 ბირთვული ბომბი აქვს რაც, დიდი საფრთხის შემცველია არა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ისრაელის ოცნება არის, აშშ-მ ირანს დაარტყას, რაც ისრაელს ხელ ფეხს გაუხსნის. მიუხედავად დიდი საფრთხისა, სამწუხაროდ ტრამპის ადმინისტრაციაშიც არიან ე.წ. ძველი სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც ირანზე თავდასხმის მომხრენი არიან, ესენი არიან ძალიან უცოდინარი ხალხი, მაღალ თანამდებობებზე. არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ეყოფა გონიერება და ა.შ. ირანზე დარტყმას არ განახორციელებს.

შეუძლია თუ არა ტრამპს აშშ-ის კურსის შეცვლა.

ტრამპამდე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ცუდი ადმინისტრაციაა, ბაიდენის ადმინისტრაციამ მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე მიიყვანა, მათ ჰქონდათ მცირე დიპლომატია, მცირე დისკუსია, რამაც უამრავი კონფლიქტი გამოიწვია, როგორც ახლახან გაირკვა (ლავროვის ინტერვიუს შემდეგ) პუტინს და ბაიდენს ერთმანეთთან 2022 წლის შემდეგ არ უსაუბრიათ.

ეს ნიშნავს, რომ ბაიდენს 2022 წლის შემდეგ უკრაინის დასახმარებლად თითი არ გაუნძრევია, (ამ პერიოდში ათასობით უკრაინელი დაიღუპა)

რა თქმა უნდა ტრამპის ადმინისტრაციას მდგომარეობის რადიკალურად შეცვლა შეუძლია, მისთვის პირველ რიგში საჭიროა DEEP STATE-ის გავლენების შემცირება, Ddeep state-არ ისწრაფვის მშვიდობისკენ ის ისწრაფვის დომინაციისკენ....

ახლა ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი გამოწვევა არის, არ მოახდინონ სიტუაციის ესკალაცია და შეინარჩუნონ სტაბილურობა 20 იანვრამდე რათა არ მოხდეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელების შეკვრა

ტრამპს ომი არ უყვარს, რაც მან კარგად აჩვენა პრეზიდენტობის პირველ ვადის დროს.

კავკასიის რეგიონი.

რაც ახლა კავკასიაში, კერძოდ საქართველოში ხდება ეს მთავრობის შეცვლის სტანდარტული პროცედურაა, რომელიც ნათელია რომ ვერ განხორციელდა, მისი მიზანი რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო, განვითარებულ პროცესებში აშშ-ს ხელი მკაფიოდ ჩანს, ისევე როგორც რუმინეთში სადაც უცნაურ რეალობას ვხედავთ, პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატმა თქვა „უკრაინაში ომი უნდა დავასრულოთ“, რის შემდეგაც არჩევნებში რუსეთის ჩარევის მოტივით, საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა.

პარალელი საქართველოსთან - საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებული მმართველი პარტია რომელიც მშვიდობას ემხრობა დღემდე განიცდის რყევებს და საერთაშორისო ზეწოლას, ხომ არაფერი გეცნობათ?

ე.წ. deep state მშვიდობის მოსურნე ადამიანებს სჯის?

ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობა.

აშშ-ში ყველა საუბრობს ჩინეთთან ომზე, რომელიც 2027 წელს უნდა დაიწყოს, ჩვენ ასევე გვაქვს აშშ-ს საზღვაო ძალების ოფიციალური დოკუმენტი სადაც წერია, რომ ისინი 2027 წლისთვის ჩინეთთან ომისთვის მზად უნდა იყვნენ. ეს ასევე დაწერა new york times-მა (როგორც ზემოთ აღვნიშნე ბატონი საქსი აღნიშნულ სააგენტოს cia-ს ფილიალს მიიჩნევს) სამწუხაროდ არის

გარკვეული ჯგუფი რომელსაც ჩინეთთან ომი სურს, გაუგებარია რა საჭიროა ჩინეთთან ომი, რას მისცემს ეს აშშ-ს და მსოფლიოს? დღეს აშშ-ე ისედაც ომშია ჩართული, უნდა გვესმოდეს რომ უკრაინა რუსეთის ომი აშშ- რუსეთის ომია, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, მართალია ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან ხმელეთზე და ჰაერში, მაგრამ ჩვენ(აშშ) მათ ვეხმარებით ინტელექტუალურად, ფინანსურად,იარაღით და ა.შ. დიახ ეს აშშ-ს ომებია რადგან ჩვენ ვიხდით ამ ომებისთვის“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.

ავტორი: დავით ჩიხელიძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752645719

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: განა ვერ შედგა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმება - არ შედგა, ძალიან პრაგმატული მიდგომა გამოიჩინეს კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელებმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას აფასებს, რომელზეც საქართველოსთვის შეზღუდვების დაწესების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მისი...

თენგიზ შარმანაშვილი

1752643397

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, როგორც ევროკომისიასთან, ასევე, წევრ სახელმწიფოებთან მათთვის სასარგებლო, სამართლიანი დიალოგისთვის

„ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, როგორც ევროკომისიასთან, ასევე, წევრ სახელმწიფოებთან მათთვის სასარგებლო, სამართლიანი დიალოგისთვის“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლე...

ლევან მახაშვილი

1752642208

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციის როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაჯდეს გარე უფროსების კარნახით, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ

რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გარე უფროსები ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულები, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი. ის დარწმუნებუ...

ლევან მაჭავარიანი

1752612194

ახალი ამბები

სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს - შემთხვევა ქვემო ქართლში მოხდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჯიისაქენდში, სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 74 წლის კაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამარ...

პოლიცია

1752610916

საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.  ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სა...

შუქი დენი