დავით სონღულაშვილი ახალციხეში კომპანიის „მესხეთის მეფრინველეობა“ საქმიანობას გაეცნო

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, კომპანიის „მესხეთის მეფრინველეობა“ საქმიანობას გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შპს „მესხეთის მეფრინველეობა“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანია სარგებლობს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით, აგროსესხის ოდენობა დაახლოებით 500,000 ლარია. მეფრინველეობის ფერმაში 50,000 ფრთა ქათამი ჰყავთ; დღიურად 40,000 კვერცხი იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. ფერმაში 30 ადგილობრივია დასაქმებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, მეფრინველეობის ფერმების მოწყობისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 278,1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2,779 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 67,2 მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 8,8 მლნ ლარის ღირებულების 133 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,8 მლნ ლარს აღემატება.

კომპანია „მესხეთის მეფრინველეობაში“ მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ: მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზაალ გელაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755254660

საზოგადოება

მიხეილ რეხვიაშვილი: ჩემი მანდატის ფარგლებში, ყოველი დღე, ყოველი გადაწყვეტილება იქნება მიმართული, რომ გლდანის რაიონი იყოს კიდევ უფრო განვითარებული, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი ადგილი თითოეული ჩვენგანისათვის

 მოგეხსენებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ" წარმადგინა გლდანის ლუწი მიკრო რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატად დედაქალაქის საკრებულოში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდს, ჩვენს ლ...

მიხეილ რეხვიაშვილი

1755254240

საზოგადოება

ზაქარია წიკლაური: ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი და მქონდეს შესაძლებლობა, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს დედაქალაქს და განსაკუთრებით - ჩემს ძვირფას უბანს

 ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი და მქონდეს შესაძლებლობა, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს დედაქალაქს და განსაკუთრებით - ჩემს ძვირფას უბანს, - წერს სოციალურ ქსელში ქვემ...

ზაქარია წიკლაური

1755254087

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ანაკლიის პროექტი ახლა რომ არ ფუნქციონირებს და ჩვენ ამ უდიდეს სარგებელს რომ არ ვიღებთ, ამაზე ერთადერთი დამნაშავე არის მამუკა ხაზარაძე მისი თანაგუნდელები და ის ჯგუფი, რომელიც ანაკლიის პორტს ხელმძღვანელობდა

 ყველა სასამართლოს მხრიდან იყო აღიარებული დამნაშავედ ანაკლიის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით. ალბათ ერთადერთი დარჩენია მას, რომ იგივე სიცრუით გააგრძელოს კომუნიკაცია თავის ამომრჩეველთან, რაც აქამდე...

ნინო წილოსანი

1755253170

საზოგადოება

ვაჟა კოკაია: დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილის ოლქში - მოსახლეობის თითოეულ პრობლემაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება იქნება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი

 მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილის ოლქში, - წერს ვაჟა კოკაია სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, მოსახლ...

ვაჟა კოკაია

1755253105

საზოგადოება

კახაბერ ლაბუჩიძე: მაქვს პატივი, კვლავ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში, დღეს გვაქვს მშვიდობა, რამაც ჩვენს ქალაქს მისცა მეტი განვითარების შესაძლებლობა, გარწმუნებთ, ეს აღმშენებლობა კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება

 მაქვს პატივი, კვლავ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში (ავლაბარი, მეტრომშენი, ელია). დიდ მადლობას ვუხდი ქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართვ...

კახაბერ ლაბუჩიძე