კახაბერ ლაბუჩიძე: მაქვს პატივი, კვლავ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში, დღეს გვაქვს მშვიდობა, რამაც ჩვენს ქალაქს მისცა მეტი განვითარების შესაძლებლობა, გარწმუნებთ, ეს აღმშენებლობა კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება

 მაქვს პატივი, კვლავ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში (ავლაბარი, მეტრომშენი, ელია). დიდ მადლობას ვუხდი ქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა, - წერს ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ლაბუჩიძე სოციალურ ქსელში.

ლაბუჩიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც მას მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა.

„ჩემი მეორედ დასახელება მაჟორიტარობის კანდიდატად არ არის მხოლოდ ჩემი წარმატება - ეს არის ჩვენი საერთო გზა, ჩვენი ერთიანი ძალისხმევის შედეგი.

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, დამიდგა გვერდით და თავისი ნდობით გამაძლიერა.
თქვენი მხარდაჭერით მომეცა საშუალება, გასული 4 წლის მანძილზე ისანში მცხოვრები თითოეული მოქალაქის საჭიროებებს გავცნობოდი და სამაჟორიტარო ბიუროსთან ყოველდღიური მუშაობის რეჟიმში მომეხდინა სათანადო რეაგირება ჩემი კომპეტენციის ფარგლებში.

დღეს გვაქვს მშვიდობა, რამაც ჩვენს ქალაქს მისცა მეტი განვითარების შესაძლებლობა. გარწმუნებთ, ეს აღმშენებლობა კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება და ჩვენი რაიონი კიდევ უფრო დამშვენდება. თვალსაჩინოა როგორც ჩვენი დედაქალაქის, ისე რაიონის სახეცვლილება და ეს შეუქცევადი პროცესია. თქვენმა ნდობამ და სიყვარულმა ამჯერადაც მომცა ძალა ამ ნაბიჯის გადასადგმელად. კანდიდატობა ჩემთვის არ არის მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა - ეს არის პირადი ვალდებულება, ვემსახურო თითოეულ თქვენგანს, დავიცვა თქვენი ინტერესები და გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის.

დღეს გვაქვს სტაბილური სახელმწიფო, მაგრამ წინ ახალი გამოწვევებია. თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ ახალი პროექტების დაწყებას, კიდევ უფრო ძლიერი ქალაქის აშენებას და თითოეული ოჯახის სიმშვიდის უზრუნველყოფას. ჩვენ არ ვამბობთ ცარიელ სიტყვებს - ჩვენ ვაგრძელებთ საქმეს, რომელიც უკვე დაწყებულია. მოდით, ერთად შევინარჩუნოთ ის მიღწევები, რაც ერთმნიშვნელოვნად თვალსაჩინოა და გავაგრძელოთ სვლა უკეთესი მომავლისკენ.

თითოეული თქვენი ხმა და მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!“ - წერს ლაბუჩიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755254660

საზოგადოება

მიხეილ რეხვიაშვილი: ჩემი მანდატის ფარგლებში, ყოველი დღე, ყოველი გადაწყვეტილება იქნება მიმართული, რომ გლდანის რაიონი იყოს კიდევ უფრო განვითარებული, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი ადგილი თითოეული ჩვენგანისათვის

 მოგეხსენებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ" წარმადგინა გლდანის ლუწი მიკრო რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატად დედაქალაქის საკრებულოში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდს, ჩვენს ლ...

მიხეილ რეხვიაშვილი

1755254240

საზოგადოება

ზაქარია წიკლაური: ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი და მქონდეს შესაძლებლობა, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს დედაქალაქს და განსაკუთრებით - ჩემს ძვირფას უბანს

 ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი და მქონდეს შესაძლებლობა, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს დედაქალაქს და განსაკუთრებით - ჩემს ძვირფას უბანს, - წერს სოციალურ ქსელში ქვემ...

ზაქარია წიკლაური

1755254087

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ანაკლიის პროექტი ახლა რომ არ ფუნქციონირებს და ჩვენ ამ უდიდეს სარგებელს რომ არ ვიღებთ, ამაზე ერთადერთი დამნაშავე არის მამუკა ხაზარაძე მისი თანაგუნდელები და ის ჯგუფი, რომელიც ანაკლიის პორტს ხელმძღვანელობდა

 ყველა სასამართლოს მხრიდან იყო აღიარებული დამნაშავედ ანაკლიის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით. ალბათ ერთადერთი დარჩენია მას, რომ იგივე სიცრუით გააგრძელოს კომუნიკაცია თავის ამომრჩეველთან, რაც აქამდე...

ნინო წილოსანი

1755253972

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ახალციხეში კომპანიის „მესხეთის მეფრინველეობა“ საქმიანობას გაეცნო

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, კომპანიის „მესხეთის მეფრინველეობა“ საქმიანობას გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს...

დავით სონღულაშვილი

1755253170

საზოგადოება

ვაჟა კოკაია: დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილის ოლქში - მოსახლეობის თითოეულ პრობლემაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება იქნება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი

 მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილის ოლქში, - წერს ვაჟა კოკაია სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, მოსახლ...

ვაჟა კოკაია