ცოტნე ჩიქვინიძე: „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებში მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დამასახელა. ეს ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა

ამ დღეებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებში მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დამასახელა. ეს ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა,- წერს მუხიანის მაჟორიტარობის კანდიდატი ცოტნე ჩიქვინიძე.
„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო!
ამ დღეებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებში მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დამასახელა. ეს ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა.
მუხიანში დავიბადე და გავიზარდე. აქ ცხოვრობს ჩემი ოჯახი, აქ მყავს საბავშვო ბაღისა და სკოლის მეგობრები, ძვირფასი მასწავლებლები, უფროსი და უმცროსი მეზობლები, გულიანი და ამაყი მუხიანელები. ეს უბანი ჩემი სახლია და თითოეული თქვენგანი ჩემი ისტორიის ნაწილია.
ჩემი ოჯახის შესახებ მომავალ შეხვედრებზეც ვისაუბრებთ, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ დედაჩემს, ,,დოდო ექიმს”ამირანაშვილს, ალბათ მუხიანში ყველა იცნობს.
გვერდის შექმნის მიზანია მეტად მოხერხებული კომუნიკაცია. ამ სივრცეში გვექნება გულწრფელი საუბრები, გაგიზიარებთ ჩემს გეგმებსა და ნაბიჯებს. ამავე დროს მნიშვნელოვანია მოვისმინო საკითხები, რომელიც თქვენ გაწუხებთ და
რომელთა გადაჭრის გზებს ერთად მოვიძიებთ.
მჯერა, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია. ერთად, პატიოსნებითა და შრომით, შევძლებთ რეალურ ცვლილებებს.
გმადლობთ, რომ ჩემს გვერდით ხართ. ეს გზა ჩვენია და ჩვენივე ხელშია მისი წარმატება",- წერს ჩიქვინიძე.
1755254240
საზოგადოებაზაქარია წიკლაური: ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი და მქონდეს შესაძლებლობა, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს დედაქალაქს და განსაკუთრებით - ჩემს ძვირფას უბანს
ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი და მქონდეს შესაძლებლობა, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს დედაქალაქს და განსაკუთრებით - ჩემს ძვირფას უბანს, - წერს სოციალურ ქსელში ქვემ...
1755254087
საზოგადოებანინო წილოსანი: ანაკლიის პროექტი ახლა რომ არ ფუნქციონირებს და ჩვენ ამ უდიდეს სარგებელს რომ არ ვიღებთ, ამაზე ერთადერთი დამნაშავე არის მამუკა ხაზარაძე მისი თანაგუნდელები და ის ჯგუფი, რომელიც ანაკლიის პორტს ხელმძღვანელობდა
ყველა სასამართლოს მხრიდან იყო აღიარებული დამნაშავედ ანაკლიის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით. ალბათ ერთადერთი დარჩენია მას, რომ იგივე სიცრუით გააგრძელოს კომუნიკაცია თავის ამომრჩეველთან, რაც აქამდე...
1755253972
საზოგადოებადავით სონღულაშვილი ახალციხეში კომპანიის „მესხეთის მეფრინველეობა“ საქმიანობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, კომპანიის „მესხეთის მეფრინველეობა“ საქმიანობას გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს...
1755253170
საზოგადოებავაჟა კოკაია: დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილის ოლქში - მოსახლეობის თითოეულ პრობლემაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება იქნება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი
მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილის ოლქში, - წერს ვაჟა კოკაია სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, მოსახლ...
1755253105
საზოგადოებაკახაბერ ლაბუჩიძე: მაქვს პატივი, კვლავ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში, დღეს გვაქვს მშვიდობა, რამაც ჩვენს ქალაქს მისცა მეტი განვითარების შესაძლებლობა, გარწმუნებთ, ეს აღმშენებლობა კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება
მაქვს პატივი, კვლავ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში (ავლაბარი, მეტრომშენი, ელია). დიდ მადლობას ვუხდი ქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართვ...