მიხეილ რეხვიაშვილი: ჩემი მანდატის ფარგლებში, ყოველი დღე, ყოველი გადაწყვეტილება იქნება მიმართული, რომ გლდანის რაიონი იყოს კიდევ უფრო განვითარებული, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი ადგილი თითოეული ჩვენგანისათვის

 მოგეხსენებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ" წარმადგინა გლდანის ლუწი მიკრო რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატად დედაქალაქის საკრებულოში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდს, ჩვენს ლიდერებს და ქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, ნდობისა და მხარდაჭერისთვის, - წერს მიხეილ რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში.

ის ასევე მადლობას უხდის „გლდანის მოქმედ მაჟორიტარს, კონსტანტინე ზარნაძეს, გვერდში დგომისთვის და იმ უამრავი მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელიც გასული წლების განმავლობაში გააკეთა ჩვენი რაიონისთვის“.

რეხვიაშვილის თქმით, ყოველი გადაწყვეტილება იქნება მიმართული იმისკენ, რომ გლდანის რაიონი იყოს კიდევ უფრო განვითარებული, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი ადგილი თითოეული მოქალაქისთვის.

„თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის მხოლოდ სიტყვა არ არის, ეს არის ენერგია და პასუხისმგებლობა, რომელიც მამოძრავებს. თქვენგან მოდის ზღვა ემოცია და სწორედ თქვენ მაძლევთ ძალას. ბევრი თქვენგანი ბავშვობიდან მიცნობს, და დღეს, უკვე როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, ვარ თქვენს წინაშე და ვგრძნობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი ჩემს ცხოვრებაში.

გპირდებით, რომ 24/7-ზე ვიქნები თქვენს გვერდით ნებისმიერ სიტუაციაში. ჩემი მანდატის ფარგლებში, ყოველი დღე, ყოველი გადაწყვეტილება იქნება მიმართული, რომ ჩვენი რაიონი იყოს კიდევ უფრო განვითარებული, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი ადგილი თითოეული ჩვენგანისათვის.

მჯერა, რომ "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად ჩვენს ქვეყანას, ქალაქს და რაიონს კიდევ მრავალი გამარჯვება და წარმატება ელის. ჩვენ ერთად შევქმნით მომავალს, რომლითაც ვიამაყებთ!

მშვიდობა საქართველოს,

მეტი სიკეთე თბილისს“, - წერს რეხვიაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755254240

საზოგადოება

ზაქარია წიკლაური: ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი და მქონდეს შესაძლებლობა, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს დედაქალაქს და განსაკუთრებით - ჩემს ძვირფას უბანს

 ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი და მქონდეს შესაძლებლობა, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს დედაქალაქს და განსაკუთრებით - ჩემს ძვირფას უბანს, - წერს სოციალურ ქსელში ქვემ...

ზაქარია წიკლაური

1755254087

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ანაკლიის პროექტი ახლა რომ არ ფუნქციონირებს და ჩვენ ამ უდიდეს სარგებელს რომ არ ვიღებთ, ამაზე ერთადერთი დამნაშავე არის მამუკა ხაზარაძე მისი თანაგუნდელები და ის ჯგუფი, რომელიც ანაკლიის პორტს ხელმძღვანელობდა

 ყველა სასამართლოს მხრიდან იყო აღიარებული დამნაშავედ ანაკლიის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით. ალბათ ერთადერთი დარჩენია მას, რომ იგივე სიცრუით გააგრძელოს კომუნიკაცია თავის ამომრჩეველთან, რაც აქამდე...

ნინო წილოსანი

1755253972

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ახალციხეში კომპანიის „მესხეთის მეფრინველეობა“ საქმიანობას გაეცნო

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, კომპანიის „მესხეთის მეფრინველეობა“ საქმიანობას გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს...

დავით სონღულაშვილი

1755253170

საზოგადოება

ვაჟა კოკაია: დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილის ოლქში - მოსახლეობის თითოეულ პრობლემაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება იქნება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი

 მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილის ოლქში, - წერს ვაჟა კოკაია სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, მოსახლ...

ვაჟა კოკაია

1755253105

საზოგადოება

კახაბერ ლაბუჩიძე: მაქვს პატივი, კვლავ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში, დღეს გვაქვს მშვიდობა, რამაც ჩვენს ქალაქს მისცა მეტი განვითარების შესაძლებლობა, გარწმუნებთ, ეს აღმშენებლობა კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება

 მაქვს პატივი, კვლავ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში (ავლაბარი, მეტრომშენი, ელია). დიდ მადლობას ვუხდი ქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართვ...

კახაბერ ლაბუჩიძე