დედაქალაქში ურბანული წესრიგის დასაცავად მოტოინსპექცია ამოქმედდება

დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ახალი პროექტი - მოტოინსპექცია შეიქმნა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, მოტოინსპექცია დედაქალაქის იერსახის, გარემოს დანაგვიანების და აკუსტიკური ხმაურის კონტროლს, ასევე, სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოპერატიულ რეაგირებას განახორციელებს.
„ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის პროექტს, რომელიც დაგვეხმარება დროში ეფექტურად და ოპერატიულად ვმართოთ წესრიგის დაცვის ღონისძიებები დედაქალაქის ტურისტულ და ისტორიულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, მოტოინსპექცია აღიჭურვა ევროპული სტანდარტის ტრიციკლებით, სპეცეკიპირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
„პროექტის მიზანია, ისტორიულ და ტურისტულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე ეფექტურად მართოს ურბანული წესრიგი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალური მომზადება; სამსახურის მიერ შესყიდული იქნა 20 ერთეული ტრიციკლი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1753290196
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო - უზბეკეთის სავაჭრო -...
1753287964
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, ეს გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ აღარ იქნება წამალდამოკიდებული
„ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რომელიც დაწყებულია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ აღარ იქნება წამა...
1753285985
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შ...
1753285324
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად, ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება
„დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება“, - აღნიშნულის შესახებ ჯ...
1753283778
ახალი ამბებითბილისში მოტოციკლი ავტომობილს შეეჯახა - გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგო...