„დედის უხმო ანდერძი დამიტოვა“ - ლაშა ზარგინავას ემოციური წერილი
ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„დედის უხმო ანდერძი ბებო, 1990 წელს, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცოცხალი ენციკლოპედია იყო, დაუმახინჯებელი მეხსიერებითა და მისი ასაკის ადამიანისთვის უჩვეულო განათლებით. ვერასდროს ვატყუებდი, სკოლიდან მოსული, სანდომიანად ვუჩვენებდი ნიშნების დღიურს და ისიც საკმაოდ დახვეწილი საყვედურებით მავსებდა. რჩევასაც მაძლევდა და ბოლოს ლოცვით მისტუმრებდა სამეცადინო მაგიდისკენ, სადაც მუდმივად უწესრიგობა მხვდებოდა, რადგან ასეთივე მდგომარეობაში ვტოვებდი. ბებოს, თითქმის არასდროს არაფერი უხაროდა, თუ არ ჩავთვლი მრავალრიცხოვანი შვილიშვილების „კარგად ყოფნას“.
25 წლის შვილი ჰყავდა გარდაცვლილი და მუდმივად მასზე წუხდა, ტიროდა, მოთქვამდა... მეზობლები ხშირად მიყვებოდნენ, თუ როგორ იგლოვა ბებომ: სამი წელი ლოგინში არ წოლილა, საფლავს ათბობდა თოვლიანს და ცივს, ფეხშიშველი დადიოდა, რომ მიწის მუხანათობა მასაც ისევე ეგრძნო, როგორც მისი გარდაცვლილი შვილის სხეული გრძნობდა... ბუნებრივია, ბიძაჩემის გარდაცვალება არ მახსოვს, მამასაც მწირი მოგონებები ჰქონდა მასზე, რადგან მაშინ მხოლოდ 7 წლის ყოფილა. კრინტს არასდროს ძრავდა, მაგრამ, ვიცი, რომ 25 წლის ასაკში, მეორე მსოფლიო ომის დროს გულთან ახლოს მოხვედრილი ბომბის ნამსხვრევით გარდაიცვალა.
მედიკოსებსაც ვერაფერი უშველიათ. შვილის მოსანახულებლად, ფაქტობრივად ფეხით, ბებო ფოთიდან სოჭამდე ჩასულა. სახლში დაბრუნებული შვილი, ზუსტად 11 თვეში, მის მკლავებში გარდაცვლილა... მერე მეორე შვილიც გარდაეცვალა ბებოს, შვილიშვილი, შვილთაშვილი... სიკვდილის ნატვრაში ათენებდა და და აღამებდა. ბაბუა, რომელიც მე არასდროს მინახავს, ასევე შვილის დაკარგვით გაჩენილ დარდს გადაჰყოლია. ცუდი ამბის შემტყობი, ეზოში მდგარ კოპიტის ხეს დაჯახებია და ამის შემდეგ თვალის ჩინი დაუკარგავს. არადა, სწორედ ეს ხე და მისი არაჩვეულებრივი ჩრდილი, რომელიც ჩემს მეხსიერებაშიც დარჩა, განსაკუთრებულად ყვარებია ბიძაჩემს.
არ ვიცი, რატომ მომინდა ეს ამბები დამეწერა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ბებო მომენატრა, მკაცრი და კეთილი, გარდაცვალების სევდით ავადმყოფი. მომენატრა მისი ლოცვა და კეთილი თვალები, შავი და გახუნებული გრძელი კაბებით ეზოში ფუსფუსი, მედიდური ხასიათი და მეზობლების რიდი, რომელიც დღემდე გამოყვათ. მართლა არ ვიცი 21 წლის შემდეგ რატომ მესიზმრება მისი სევდანარევი ღიმილი, ალბათ, იმიტომ, რომ მართა მეცოდება და ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. ჩემს შვილს არასადროს დაესიზმრება თავისი ნაზი ბებო, რომელიც 16 წლის წინ წავიდა ამ ქვეყნიდან, რადგან ის არასდროს უნახავს. ვერასდროს გაიხსენებს ჩემსავით, თუ როგორ ლოცავდა ბებია, სიტყვით და კეთილი თვალებით, როგორ ფუსფუსებდა მისი ბებო იმავე ეზოში, რომელშიც ჩემი ბებო ფუსფუსებდა შავი და გახუნებული გრძელი კაბებით. ჩემი შვილი, ვერც ბაბუას გაიხსენებს, რადგან ისიც ოთხი წლით ადრე გარდაიცვალა მართას ამ ქვეყნად მოვლენამდე.
თან წაიღეს დარდად ჩემი უოჯახობის, უშვილობის და „უპატრონოდ დარჩენის“ დარდი, როგორც დედა იტყოდა. ალბათ, ამიტომაც არასდროს იმჩნევდა ექვსი თვის განმავლობაში, უკურნებელი სენით გამოწვეულ ტკივილებს, ბოლომდე იბრძოდა, გვაიმედებდა-გამოვკეთდებიო. მე არა, მაგრამ ჩემს დებს ჩუმად ანდობდა თავის დარდებს-ლაშას ბედნიერებას მომასწრო და მერე სიცოცხლე არ მენანებაო სიკვდილისთვის. სიცოცხლის ბოლო წუთებში თვალებით მიხმობდა. მის თვალებს დამალული, თავისი ხავერდოვანი ხმით გამომიყვანა უსასოობის სამალავიდან და დიდხანს მიცქეროდა სევდიანი, სიკვდილმორეული მზერით, მანამ, სანამ თვალები და სიცოცხლე მთლიანად არ ჩაქრა. დედის უხმო ანდერძი დამიტოვა-ბედნიერება უნდა მეპოვა.
ამ ანდერძის სიმძიმე მაძლიერებს ხშირად და მიკვალავს გზას. ჰოდა, ანდერძი გვიან, მაგრამ მაინც შევასრულე, მართას მამა ვარ. დედა, ბებია გახდა, მამა-ბაბუა. ვეღარ გაუძლო მამას მარტოობამ და გულმა საყვარელი ადამიანის დაკარგვას, საფლავთან დაჩოქილი და მოტირალი წელიწად-ნახევარი იცოცხლა და მერე, უხმოდ, მშვიდად წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩემს მკლავებში დალია სული.
ვიცი, მისი სიმშვიდე, იმქვეყნიურ სიხარულს უკავშირდებოდა, თავისი ერთადერთ სიყვარულთან კვლავ შეხვედრის სურვილს! მათ ერთგულებასა და სიყვარულს დღემდე იხსენებენ. არ ვიცი ამის შესახებ, მართა გაიგებს თუ არა რამეს, მაგრამ, ვიცი, რომ ამ სიტყვების ტკივილს აუცილებლად მიმიხვდება და ეწყინება, რომ ბებია და ბაბუას არ იცნობდა! P.S. არ მიყვარს ერთხელ დაწერილის გადაკითხვა და ჩასწორება, მით უმეტეს, შელამაზებული დარდი არ არსებობს! ამიტომ, ესეც ერთი ამოსუნთქვით, გულიდან იმ წუთას წამოსული ემოციებით დაწერილია...“, - წერს ჟურნალისტი.
ასევე საინტერესოა:
1788279677
მსოფლიონეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა
ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...
1788277123
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს...
1788276565
ახალი ამბები„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...
1788275376
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...
1788272453
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით
„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...































