დღეიდან, 20 ივნისიდან, პეტრე-პავლობის მარხვა იწყება – ყველაფერი რაც ამ მარხვის შესახებ უნდა ვიცოდეთ

დღეიდან, 20 ივნისიდან, პეტრე-პავლობის მარხვა იწყება და დასრულდება 12 ივლისს.

  • პეტრე- პავლობის მარხვას ძველად “ერგასის შემდგომს” ანუ სულთმოფენობის, აღდგომის ორმოცდამეათე დღის შემდგომს უწოდებდნენ. იგი ჯერ კიდევ თვით მოციქულებს დაუწესებიათ.
  • სულთმოფენობის შემდგომ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის. ისინი ურიცხვ სასწაულებს აღასრულებდნენ. სნეულებს ხელის შეხებით კურნავდნენ.
  • პეტრე მოციქულს თვით მაცხოვარმა უწოდა კლდე და აღუთქვა ამ კლდეზე ეკლესიის აშენება. კლდე თვით მოციქულ პეტრეს სარწმუნოება იყო. სწორედ კლდესავით შეუვალი და მყარი იყო მოციქული პეტრე.
  • პავლე მოციქული სიყვარულის ზღვა არის. ყოველი მისი ეპისტოლე, ცხადად მეტყველებს მის დიდ სიყვარულზე ღვთისა და ადამიანების მიმართ.
  • პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის მაქსიმუმ 6 კვირა გასტანს, მინიმუმ – 7 დღე.
  • პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასთან და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა, პეტრე-პავლობის წმ. მარხვა ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია, დაშვებულია ასევე ცხიმიანი საკვები.

ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (XII ს.) მიუთითებს: „პეტრეპავლობის დღესასაწულამდე შვიდი და უფრო მეტი დღით ადრე ყოველი ქრისტიანი, ერისკაცნიცა და მონაზვნებიც, ვალდებულნი არიან, იმარხულონ, თორემ განყენებულნი იქნებიან კრებულიდან“.

ცნობილია, რომ ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა – დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ. კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VI ს.), საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონებში.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი (როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია, მაგრამ ამისთვის კურთხევას უმაღლესი საეკლესიო პირნი იძლევიან).

ასევე წაიკითხეთ:

🔵ხანდაზმულთა პანსიონატი, სადაც მოხუცი ქალი დაბმული ჰყავდათ და გარდაიცვალა - შსს-მ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

🔵კაცმა ცოლ-შვილი, მხოლოდ იმის გამო მიატოვა, რომ ბიჭის ნაცვლად გოგო დაიბადა - ჩვილის მამამ ცოდვად ჩათვალა პატარას სქესი - მდედრობითი

🔵როგორ მოვხვდებით კანადაში? - სრული და ოფიციალური ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან

🔵8 წლის გოგონასა და 13 წლის ბიჭის ურთიერთობას მთელი უკრაინა განიხილავს - მშობლები არ ღელავენ და უჩვეულო არგუმენტებს იშველიებენ (ფოტოები)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738936206

მსოფლიო

აშშ მატარებელს, რომელსაც 350 მგზავრი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მატარებელს, რომელსაც 350 მგზავრი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მასობრივი ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ექვს ვაგონიანი მატარებელი SEPTA ფ...

ცეცხლი გაუჩნდა

1738935146

ახალი ამბები

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა. ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კა...

ნათია თურნავა

1738933864

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7940 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8095 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1738932827

მსოფლიო

გერმანიაში Tesla-ს გაყიდვებმა თითქმის 60%-ით იკლო

გერმანიაში ელექტრომობილის, Tesla-ს გაყიდვებმა თითქმის 60%-ით იკლო. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. გერმანიის ფედერალური საავტომობილო უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში Tesla-ს მარკის 1 277 ახალი...

გერმანიაში Tesla-ს გაყიდვებმა თითქმის 60%-ით იკლო

1738929991

მსოფლიო

USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო უკრაინაში მოსამართლეების შესარჩევმა კომისიებმა საქმიანობა შეწყვიტეს

ორგანიზაცია USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო უკრაინაში მოსამართლეების შესარჩევმა კომისიებმა საქმიანობა შეწყვიტეს, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში...

USAID