ხანდაზმულთა პანსიონატი, სადაც მოხუცი ქალი დაბმული ჰყავდათ და გარდაიცვალა - შსს-მ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ჩემი ტკბილი სიბერე" - ასე ჰქვია ორგანიზაცია, რომლის მიმართ, შსს-მ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორი "კურიერს" უდასტურებს, რომ მოხუცის მიმართ დამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველები შევიდნენ ვარკეთილის დასახლებაში მდებარე კერძო პანსიონატში. "ჩემი ტკბილი სიბერე" - ასე ჰქვია ორგანიზაციას, სადაც მოხუცები დაბმული ჰყავდათ.

მოხუცების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, გამოძიება "რუსთავი2" - ის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო. კადრები გადაცემა "ღამის პრაიმტაიმმა" გაასაჯაროვა. ჩანაწერში კარგად ჩანს საწოლზე ხელფეხშეკრული და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული ქალი, რომელიც, როგორც გაირკვა, მალევე გარდაიცვალა.

საქმეზე ეფექტური და დროული გამოძიების იმედი აქვთ უფლებადამცველებს. ამბობენ, რომ ამ უმძიმეს ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მნიშვნელოვანია როგორც დამნაშავე პირის გამოვლენის, ისე მომავალში, მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით.

"რუსთავი2-ის" ეთერში გასაჯაროებული სავარაუდო დანაშაულის შესწავლას გეგმავს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიამ "კურიერს" დაუდასტურა, რომ ომბუდსმენის ოფისი ფაქტის მოკვლევას დაიწყებს.

"კურიერმა" იმ მოხუცის ოჯახთან სცადა დაკავშირება, რომელიც სავარაუდოდ კერძო პანსიონატში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ახლობლებისთვის ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა კამერის წინ საუბარი არ ისურვეს. გამოძიება 144 - ე მუხლით, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ:

🌐როგორ მოვხვდებით კანადაში? - სრული და ოფიციალური ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან

🌐კაცმა ცოლ-შვილი, მხოლოდ იმის გამო მიატოვა, რომ ბიჭის ნაცვლად გოგო დაიბადა - ჩვილის მამამ ცოდვად ჩათვალა პატარას სქესი - მდედრობითი

🌐კანადა მილიონ ნახევარ ემიგრანტს ეპატიჟება - გაიგე რის საფუძველზე მოგენიჭება ეკონომიკური იმიგრანტის სტატუსი

🌐როდის დაიწყება მესამე მსოფლიო ომი? - ალოის ირმაიერის ხილვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792162018

ახალი ამბები

ბექა ოდიშარია გიორგი ქარდავას: აიღეთ მაგალითი „ხალხის ძალისგან“ - შემოდით კონკრეტული ინიციატივით და ვიმსჯელოთ

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა მაგალითი პარტია „ხალხის ძალი...

ბექა ოდიშარია

1792159555

ახალი ამბები

არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნ...

პროკურატურაპროკურატურა

1792157386

ახალი ამბები

ნოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...

ნოდარ ბოკერია

1792156009

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ბიზნესი

1792154901

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს

„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...

შალვა პაპუაშვილი