დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, დიდი მადლობა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და პარტიის გუნდს ნდობისთვის - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტი თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, პარლამენტი ახალი წლიდან დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. მისივე თქმით, საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ამაღლდეს სხვა სტანდარტზე. პაპუაშვილის თქმით, საჭიროა, რომ 2024 წლამდე მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროკავშირთან და მისი განცხადებით, სწორედ ეს ამოცანები ექნება პარლამენტს გადასაწყვეტი.
ამასთან, პაპუაშვილმა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პოლიტსაბჭოს წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა კახა კუჭავას. მან მართლა რთულ პერიოდში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება და შეძლო პარლამენტის საპარლამენტო ცხოვრების კალაპოტში მოქცევა. ასევე დიდი მადლობა მას პირადად იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში და მას შემდეგ, რაც ის თავმჯდომარე გახდა, მაშინაც განსაკუთრებით ვგრძნობდი როგორც პარლამენტის წევრი და როგორც მეგობარი. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, დიდი მადლობა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და პარტიის გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს.
საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, პარლამენტი ახალი წლიდან დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. ჩვენი საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე. საჭიროა, რომ ამ წლების განმავლობაში, რომელიც პარლამენტს დარჩა 2024 წლამდე, მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროკავშირთან და სწორედ ეს ამოცანები ექნება პარლამენტს გადასაწყვეტი. გარდა ამისა, იმ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც რეგიონში ასრულებს, პარლამენტს აქვს აქაც დიდი როლი. ეს რთულია, შესრულდეს ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან თანამშრომლობა და ჩართვა ამ პროცესებში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵შორს არსად მივდივარ - კახა კუჭავა
🔵რა ქონებით მოვიდა და მიდის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავა?
🔵საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა
1791973819
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, მომავალი თაობისთვის, რომელიც შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე
ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბ...
1791972726
საზოგადოებაშიო მესამე: ჩვენს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს
მცხეთის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს...
1791972495
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში - ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი ს...
1791971349
ახალი ამბებივატიკანი: რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს
Reuters-ი ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო მას შემდეგ დაუდგინდა, რაც ქირურგებმა მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოჰკვეთეს. როგორც მედიასაშუალება აღნი...
1791967550
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა
საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, პრევენციულად იყოს დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტი...


























