"დიდი წვლილი შეიტანეთ სულიერი ღირებულებების აღორძინებაში" - ილია მეორე რუსეთის პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს ულოცავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქს კირილს აღსაყდრების იუბილეს ულოცავს:
"თქვენო უწმინდესობავ!
გთხოვთ, მიიღოთ თქვენი აღსაყდრების დღისადმი ჩვენი გულითადი მილოცვა.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წლების განმავლობაში თქვენი მსახურების პერიოდში დიდი წვლილი შეიტანეთ რუსეთში სულიერი და ტრადიციული ღირებულებების აღორძინებაში.
დღეს, როგორც არასდროს მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სულიერი და მორალური ღირებულებების დაცვას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს და სულიერ სიხარულსა და ღვთის წყალობას ყველა საღვთო საქმეში", - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.
სხვა სიახლეები:
1791810700
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1791809968
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა
„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...
1791809645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...
1791807887
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი
„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...
1791807082
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...


























