ეკონომიკის სამინისტრო: გრიგოლ გეგელიას განცხადებაში მოცემული ინფორმაცია, თითქოს წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, არის სრული სიცრუე და ცილისწამება

გვსურს, გამოვეხმაუროთ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას ქალაქ წყალტუბოში სასტუმროების მშენებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, გეგელიას განცხადებაში მოცემული ინფორმაცია, თითქოს წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.
„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს ყოფილი სანატორიუმების პრივატიზაციაზე. სააგენტო მუდმივად ახორციელებს ინფორმაციის გაზიარებას პოტენციურად დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია.
ზემოთ აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების საპირისპიროდ, წარმოგიდგენთ დღეის მდგომარეობით საინვესტიციო პირობებით გასხვისებულ 6 ყოფილ სანატორიუმს: „მეტალურგი“, „ივერია“, „თბილისი“, „უშიშროება“, „სამგურალი“ და „წყალტუბო“, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა აღემატება 51 მილიონ ლარს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია „ცივი ტბის“ რეაბილიტაცია, ასევე წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და მიმდინარეობს ქალაქის წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. იგეგმება ახალი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა. ამასთანავე, ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია და დამტკიცებულია საკრებულოს მიერ 2021 წლის N90 განკარგულებით. ასევე, შემუშავებულია წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის პროექტი. პროექტი დასრულებულია და გადაცემულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის დასამტკიცებლად.
დამატებით გაცნობებთ, რომ სააგენტო აქტიურად განიხილავს წინადადებებს წყალტუბოში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა სანატორიუმების პრივატიზაციის თაობაზე“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1755265259
საზოგადოებაირაკლი ბენდელიანი: გპირდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და შესაძლებლობას, რათა თბილისი და კერძოდ, ზღვის უბნის დასახლება გახდეს კიდევ უფრო ლამაზი, მყუდრო და მიმზიდველი უბანი დედაქალაქში
ჩემი დიდი სურვილი და ძალისხმევა იქნება ზღვის უბნის დასახლების მცხოვრებთა ხმა ისმოდეს ყველგან და ყოველთვის. ხელი შევუწყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქვეყნის განვითარებაში მ...
1755264436
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე: ევროკავშირი გვიტევს იმიტომ, რომ შეტევა გადაითარგმნოს შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების უკმაყოფილებაში
„ევროკავშირი გვიტევს იმიტომ, რომ შეტევა გადაითარგმნოს შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების უკმაყოფილებაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგ...
1755263137
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7010 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7263 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1755262532
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის მომზადებაში ბრალდებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის მომზადებაში ბრალდებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. ცნობისთვის, მო...
1755258430
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია FBI-ის დირექტორის განცხადებაზე: „ნაცებს“, ათასი ჯურის ფსევდოლიბერალებს რომ ჰკითხო, „დიფ სთეითი“ არ არსებობს, ტულსი გაბარდი და კაშ პატელი იგონებენ თურმე
გიორგი გამსახურდია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელის კაშ პატელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „დიფ სთიეთის“ მოქმედი პირები FBI-ს და სახელმწიფო სააგენტოებს პირადი ინტერე...