ნინო წილოსანი: ის განცხადებები, მუქარა, შანტაჟი, რომელიც ევროინსტიტუციების წარმომადგენლებისგან მოედინება, ჩრდილს აყენებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ის მუქარები, შანტაჟი, რომელიც ევროინსტიტუციების წარმომადგენლებისგან მოედინება, ჩრდილს აყენებს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობას.
„უცნაურია, როდესაც ევროინსტიტუციების ერთი ნაწილი გვაშანტაჟებს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, გვთხოვენ გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონის, ხოლო მეორე მხრივ, იგივე ევროკომისია აქვეყნებს „კარგი მთავრობის“ ანგარიშს, სადაც კეთილსაიმედო პოლიტიკაა შეფასებული, სწორედ „კარგი მთავრობის“ ანგარიშში, საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობის მიმართულებით და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომლითაც ნამდვილად ვამაყობთ და რომლებიც ამ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
ამის საპირწონედ, ამ კანონების გაუქმების მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა. ის განცხადებები, მუქარები, შანტაჟი, რომელიც რიგი წარმომადგენლებისგან მოედინება, რა თქმა უნდა, ჩრდილს აყენებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. ამ განაწყენებისა და ამ ნეგატიური განწყობის ფორმალიზება, როგორც ჩანს „ნეიტრალურმა საქართველომ“ მოახდინა. რა თქმა უნდა, მათ შეიძლება ჰქონდეთ ამის მორალური უფლება, რადგან ყველაფერი ის, რაც ევროსტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენლისგან მოედინება, ნამდვილად არ ჯდება და ვერ იქნება აღქმული მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობად“, - აღნიშნავს წილოსანი.
1755265259
საზოგადოებაირაკლი ბენდელიანი: გპირდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და შესაძლებლობას, რათა თბილისი და კერძოდ, ზღვის უბნის დასახლება გახდეს კიდევ უფრო ლამაზი, მყუდრო და მიმზიდველი უბანი დედაქალაქში
ჩემი დიდი სურვილი და ძალისხმევა იქნება ზღვის უბნის დასახლების მცხოვრებთა ხმა ისმოდეს ყველგან და ყოველთვის. ხელი შევუწყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქვეყნის განვითარებაში მ...
1755264436
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე: ევროკავშირი გვიტევს იმიტომ, რომ შეტევა გადაითარგმნოს შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების უკმაყოფილებაში
„ევროკავშირი გვიტევს იმიტომ, რომ შეტევა გადაითარგმნოს შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების უკმაყოფილებაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგ...
1755263137
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7010 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7263 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1755262532
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის მომზადებაში ბრალდებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის მომზადებაში ბრალდებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. ცნობისთვის, მო...
1755258430
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია FBI-ის დირექტორის განცხადებაზე: „ნაცებს“, ათასი ჯურის ფსევდოლიბერალებს რომ ჰკითხო, „დიფ სთეითი“ არ არსებობს, ტულსი გაბარდი და კაშ პატელი იგონებენ თურმე
გიორგი გამსახურდია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელის კაშ პატელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „დიფ სთიეთის“ მოქმედი პირები FBI-ს და სახელმწიფო სააგენტოებს პირადი ინტერე...