დავით ჭელიძე: ჩემი მაჟორიტარული არეალი იქნება ძველი ნაძალადევი და ლოტკინის დასახლება. მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას

მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას. მნიშვნელოვანია, ეფექტიანად გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და დედაქალაქის ამ უძველესი რაიონის მოწესრიგება,- წერს სოციალურ ქსელში ძველი ნაძალადევისა და ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე.
„მოგესალმებით, ძველი ნაძალადევისა და ლოტკინის მცხოვრებლებო.
თვითმმართველობის არჩევნებში გახლავართ მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი. ჩემი მაჟორიტარული არეალი იქნება ძველი ნაძალადევი და ლოტკინის დასახლება.
მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას. მნიშვნელოვანია, ეფექტიანად გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და დედაქალაქის ამ უძველესი რაიონის მოწესრიგება, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქალაქეების დახმარება.
ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი კარგად მიცნობს, უამრავ ადამიანთან მაქვს ყოველდღიურად კომუნიკაცია და ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყველა თქვენგანის პრობლემას მოვისმენ.
ერთად დგომით, მხარდამხარ შეგვიძლია უკეთესი გავხადოთ ჩვენი რაიონი და უბანი. მჯერა, ჩვენი მოსახლეობის კეთილგონიერების, დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და გამარჯვებაში.
ნებისმიერი საკითხის შესახებ შეგიძლიათ მომწეროთ შეტყობინების სახით.ჩვენი ოფისის მისამართია - ცოტნე დადიანის ქუჩა N141“,- წერს ჭელიძე.
1755269231
სპორტითემურ სამხარაძე მსოფლიოს თამაშების გამარჯვებულია
თემურ სამხარაძე მსოფლიოს თამაშების გამარჯვებულია. ქართველმა ათლეტმა ჩაჯდომაში 370 კგ დააფიქსირა, წოლჭიმში - 225 კგ, ამოწევაში - 395 კგ, სამჭიდის ჯამში კი 990 კილოგრამი მოაგროვა და მსოფლიოს თამაშებზე გ...
1755266925
საზოგადოებავალერიან პაპუაშვილი: ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, წარმოვადგინო თბილისის ის უბანი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სანზონის დასახლების მცხოვრებთა საჭიროებები და მოთხოვნილებები ყველგან გაჟღერდება
ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა წარმოვადგინო თბილისის ის უბანი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სანზონის დასახლების მცხოვრებთა საჭიროებები და მოთხოვნილებები გაჟღერდება ყველგან, -...
1755266557
საზოგადოებანინო წილოსანი: ის განცხადებები, მუქარა, შანტაჟი, რომელიც ევროინსტიტუციების წარმომადგენლებისგან მოედინება, ჩრდილს აყენებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ის მუქარები, შანტაჟი, რომელიც ევროინსტიტუციების წარმომადგენლებისგან მოედინება, ჩრდილს აყენებს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობას...
1755266170
საზოგადოებაცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს
ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. „საკრებულოს...
1755265615
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე: არანაირი კავშირი ამ კანონსა და ვიზალიბერალიზაციის თემას შორის არ არსებობს. ეს უბრალოდ შანტაჟის მექანიზმია
ჩვენ ბევრჯერ განგვიცხადებია, რომ არანაირი კავშირი ამ კანონსა და ვიზალიბერალიზაციის თემას შორის არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ოჯახური...