ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს

ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.

„საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის წესი 👇

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს, თითოეულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის თითო კანდიდატი წარადგინოს, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.

რეგისტრირებულმა პარტიამ საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციისათვის საბუთები შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის შემთხვევაში - ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (4 სექტემბერი), ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა - არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა (18 აგვისტო).

❕ დაუშვებელია ერთი და იმავე პირის ერთზე მეტ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარდგენა

რეგისტრირებულმა პარტიამ/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რომელიც დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების)/ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით, თან უნდა დაურთოს კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ.

პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიის მიერაც არის წარდგენილი (არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიის მიერ წარდგენის შემთხვევაში), ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვალდებულია მიუთითოს პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და ამ პარტიის სახელწოდება. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება.

საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია.

გარდა აღნიშნულისა, განცხადებას უნდა ერთოდეს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და 2 ფოტოსურათი.

❕ უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

☑️ სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

  • გვარი, სახელი
  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
  • სქესი
  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით)
  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
  • სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“)
  • თანამდებობა (საქმიანობა)
  • საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი
  • თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა (25 აგვისტო) შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელთა მინიმალური ოდენობა საარჩევნო ოლქების მიხედვით ცესკოს 2025 წლის 5 აგვისტოს №114/2025 განკარგულებით განისაზღვრა“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755265259

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: გპირდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და შესაძლებლობას, რათა თბილისი და კერძოდ, ზღვის უბნის დასახლება გახდეს კიდევ უფრო ლამაზი, მყუდრო და მიმზიდველი უბანი დედაქალაქში

ჩემი დიდი სურვილი და ძალისხმევა იქნება ზღვის უბნის დასახლების მცხოვრებთა ხმა ისმოდეს ყველგან და ყოველთვის. ხელი შევუწყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქვეყნის განვითარებაში მ...

ირაკლი ბენდელიანი

1755264436

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე: ევროკავშირი გვიტევს იმიტომ, რომ შეტევა გადაითარგმნოს შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების უკმაყოფილებაში

„ევროკავშირი გვიტევს იმიტომ, რომ შეტევა გადაითარგმნოს შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების უკმაყოფილებაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგ...

გიორგი ვოლსკი

1755263137

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7010 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7263 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1755262532

საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის მომზადებაში ბრალდებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის მომზადებაში ბრალდებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. ცნობისთვის, მო...

 დავით ხომერიკი

1755258430

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია FBI-ის დირექტორის განცხადებაზე: „ნაცებს“, ათასი ჯურის ფსევდოლიბერალებს რომ ჰკითხო, „დიფ სთეითი“ არ არსებობს, ტულსი გაბარდი და კაშ პატელი იგონებენ თურმე

 გიორგი გამსახურდია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელის კაშ პატელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „დიფ სთიეთის“ მოქმედი პირები FBI-ს და სახელმწიფო სააგენტოებს პირადი ინტერე...

გიორგი გამსახურდია