ეროვნული ბანკი ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„ვერცხლის, ოქროს და სპილენძ-ნიკელის მონეტების გაყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:
ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 4 ივნისიდან, ოქროს მონეტის - 5 ივნისიდან, სპილენძ-ნიკელის მონეტის შეძენა კი - 6 ივნისიდან.
მონეტების გაყიდვა შესაბამისი თარიღების მიხედვით მოხდება საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში დილის 10:00 საათიდან, ხოლო ელექტრონული პლატფორმა - www.tkt.ge მეშვეობით, მხოლოდ ერთი დღით, დილის 10:00 საათიდან იმავე დღის ბოლომდე.
სალაროებში მონეტის შესაძენად მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
www.tkt.ge მეშვეობით მონეტის შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: support@tkt.ge, ტელ: 032 2 19 55 77.
საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00(შესვენება 13:00-14:00).
ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები: - ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00). რეალიზაციის დაწყების დღეს, 4 ივნისს მუზეუმი იმუშავებს სტანდარტულ რეჟიმში.
2025 წლის 9 ივნისიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მათი რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც - https://moneymuseum.nbg.gov.ge/
www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტის შეძენის შემთხვევაში, მის სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:
მიწოდების ღირებულება - თბილისის შემთხვევაში 7 ლარი, რეგიონების შემთხვევაში 20 ლარი; დაზღვევის ღირებულება - მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4%; ვებგვერდის მომსახურების საკომისიო - ვერცხლის მონეტისთვის - 10 ლარი, ოქროს მონეტისთვის - 85 ლარი, ხოლო სპილენძ-ნიკელის მონეტისთვის - 80.
იმისათვის, რომ მონეტების შეძენა მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს, მათი გაყიდვის დაწყებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში თითოეული შემადგენლობის მონეტისთვის დაწესდება შეზღუდვა - ამ პერიოდში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს არაუმეტეს:
1 ცალი ოქროს მონეტა;
2 ცალი ვერცხლის მონეტა;
5 ცალი სპილენძ-ნიკელის მონეტა.
თუ ერთი მომხმარებლის მიერ tkt.ge-ის ვებგვერდზე მოხდება შეზღუდულ ოდენობაზე მეტი ერთეულის შეძენა, გაუქმდება ამ პლატფორმაზე განთავსებული შესაბამის ოდენობაზე მეტი ყველა შეკვეთა და მომხმარებელს დაუბრუნდება მხოლოდ უშუალოდ მონეტის, გადაზიდვისა და დაზღვევის საფასური. ვებგვერდის მომსახურების საკომისიო უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მონეტების დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მათი დიზაინერები მარიამ და შორენა ჩაჩანიძეები არიან. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა - ოქროს მონეტა - 1500-იანი, ვერცხლის მონეტა - 5000-იანი და სპილენძ-ნიკელის მონეტა - 20000-იანი ტირაჟით.
ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასია 2 500 ლარი;
ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასია 130 ლარი;
სპილენძ-ნიკელის მონეტის სარეალიზაციო ფასია 30 ლარი.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, XX-ე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში ფულად-საკრედიტო რეფორმებთან ერთად დაიწყო მუშაობა პირველი სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შესაქმნელად, რაც 1995 წელს ლარის შემოღებით დაგვირგვინდა. სიტყვა "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო "თეთრი", რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე, ძველი ქართული სამონეტო ტერმინია.
1995 წლის 25 სექტემბრიდან მიმოქცევაში გავიდა საქართველოს ეროვნული ვალუტა "ლარის" ბანკნოტები და მონეტები, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მართვადი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1749035652
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი შალვა პაპუაშვილის წერილზე: კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ევრო ბიუროკრატები არიან აბსოლუტურად სხვა
რეაგირება თუ არ ექნება ამასთან დაკავშირებით არც ევროკავშირის ელჩს, არც დიპლომატიურ კორპუსს, არც ევროკავშირს, არც ფონდ EED - ის და ა.შ., ეს ყველაფერი მათთვისვე არის კონტრპროდუქტიული და იწვევს იმას, რომ...
1749034027
საზოგადოებასაარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქალაქ მეხიკოში იმყოფებოდა
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის მიწვევ...
1749033235
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქართველო უნდა იყოს ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით, ბატონი გაბიტაშვილი ამაში ძალიან სერიოზულ როლს ითამაშებს
„ვპირდებით საზოგადოებას, რომ 3-4 წელიწადში საქართველო შევა ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რი...
1749032996
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩემთვის წმინდა გიორგის ორდენზე წარდგენა არის დაფასება იმ უდიდესი შრომის, მიზანდასახულობის, უამრავი გათენებული ღამის, რაც როგორც ფეხბურთელმა გავიარე
დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძემ აღნიშნულ ორდენზე წარ...
1749032411
სპორტისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ლევან კობიაშვილმა შემდეგ მიზნად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა დაასახელა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXV რიგითი ყრილობა გაიმართა. ყრილობის დასაწყისში ლევან კობიაშვილმა დელეგატებს აცნობა, რომ ნიკა ჯღარკავა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და აღმასკომიც დატოვა....