საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქალაქ მეხიკოში იმყოფებოდა

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის მიწვევით, მექსიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც გიორგი კალანდარიშვილთან ერთად შედიოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი ლიპარტია, მონაწილეობა მიიღო 30-31 მაისს გამართულ საერთაშორისო საინფორმაციო ფორუმში.

ფორუმი ორგანიზებული იყო მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ფედერალური საარჩევნო ტრიბუნალის მიერ და მონაწილეებმა არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი განიხილეს. მათ შორის, მექსიკის სასამართლო ხელისუფლების არჩევნების მომზადება, გატარებული საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმები, კენჭისყრის დღის პროცედურები, საარჩევნო დავები, ამომრჩეველთა ინფორმირება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, შედეგების დათვლა, არჩევნების ლოგისტიკა და შესაბამისი ბიზნეს პროცესები და არჩევნების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.

პირველ ივნისს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის ადგილობრივი და ფედერალური სასამართლო ხელისუფლების არჩევნებს დააკვირდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო მექსიკის საარჩევნო ისტორიაში პირველი არჩევნები, როდესაც საარჩევნო უფლების მქონე პირებს შეეძლოთ აერჩიათ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც ფედერალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. არჩევნებისთვის 84 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და გამოყენებული იყო 9 სხვადასხვა ტიპის ბიულეტენი.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დელეგაციის წევრები, საერთაშორისო დამკვირვებლებთან და სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ მეხიკოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ. ისინი დააკვირდნენ როგორც საარჩევნო უბნების გახსნას, ისე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობასა და კენჭისყრის დახურვას, ასევე ზემდგომ კომისიებში ხმის დათვლის პროცედურებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ფედერალური საარჩევნო ტრიბუნალის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრა ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრები ასევე გამართა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხები და ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა თუ ღონისძიებებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართულობასთან დაკავშირებით. პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს უსკოს თავმჯდომარემ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა.

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში 29 მაისი-2 ივნისის პერიოდში იმყოფებოდა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია