"ერთ საათში დავრბუნდებიო და ველოდებოდი.... ვეღარ დაბრუნდა. მითხრეს, ჩქარობდა წასვლასო, ასე იყო მუდამ, როცა ვინმეს უჭირდა" - პილოტ ზაზა ლორიას მეუღლე
ვერტმფრენს, რომელმაც თეთრი არაგვის ხეობაში კატასტროფა განიცადა და ვარდნის შედეგად აფეთქდა, პილოტი ზაზა ლორია მართავდა.
ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ პილოტს მათთან სატელეფონო კონტაქტი ტრაგედიამდე ერთი საათით ადრე ჰქონდა.
ისინი აცხადებენ, რომ ზაზა ლორიას ადამიანების გადარჩენისა და ფრენის დიდი სტაჟი ჰქონდა და გამორიცხავენ, რომ ავიაკატასტროფა მისი მიზეზებით ყოფილიყო გამოწვეული.
ოჯახი ტრაგედიის მიზეზად უამინდობას ასახელებს.
"კონტაქტი ჰქონდა ტრაგედიამდე ერთი საათით ადრე.
ასეთი ამბავი მოხდა, გადაიჩეხა ხალხიო და უნდა გამოვიყვანოო.
ერთ საათში დავრბუნდებიო და ველოდებოდი.
ვეღარ დაბრუნდა.
მითხრეს, ჩქარობდა წასვლასო, ასე იყო მუდამ, როცა ვინმეს უჭირდა.
ჩქარობდა, როცა ვინმეს სიცოცხლე უნდა გადაერჩინა და ბედნიერი იყო, როცა გადაარჩენდა, შედეგს დადებდა.
ყოველთვის ბედნიერი და ამაყი იყო ამით, როცა ვინმეს გადაარჩენდა - აცხადებს გარდაცვლილი პილოტის მეუღლე.
35 წლიანი სტაჟის პილოტს არა ერთი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა.
შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793376225
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: 5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. დეპუტატის თქმით, პოლიტიკური სივრცე ჯანსაღმა, ხ...
1793374847
ახალი ამბებისაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გაიმარჯვა სტარტაპმა Goni, რომელმაც GITA-ს 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი - Goni. გუნდის წევრებმა, თ...
1793373288
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი „ალდეს“ განცხადებაზე: ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს
„ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს“, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ალდეს“ განცხ...
1793370572
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ის, რაც გიორგი გახარიამ მაშინ იკადრა და გააკეთა, იყო პრაქტიკულად იმავე საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყნის დაყენება, რაც 2008 წელს, სააკაშვილმა და მისმა მოღალატეობრივმა რეჟიმმა გააკეთა
პოლიტიკური სპეკულაციები და ფაქტების დამახინჯების მცდელობა - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლას. კოლეგიის წინაშე ახსნა-განმარტებებით ბერდი...
1793369312
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური: ALDE-ს აქამდე არასდროს დაუგმია ძალადობა საქართველოში, თუმცა მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით
„ALDE მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომი...






























