"ეს დახვეწილი მწამებლები, თუ დაბრუნდებიან, სიახლე და ცვლილება მიხეილ სააკაშვილია?" - ირმა ჭკადუა

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია იმედის ეთერში სააკაშვილის რეჟიმის დროს, 2010 წელს მომხდარი უმძიმესი ისტორია გაიხსენა.

მისი განცხადებით, მეგის ქარდავამ საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის დინამოს" მწვრთნელს ბესო შეროზიას საკუთარი საფლავისთვის ორმო გაათხრევინა და ულტიმატუმი წაუყენა, თუ წააგებდა ბოლნისის "სიონთან" მატჩს, იმ საფლავში დამარხავდა.

ირმა ჭკადუას განცხადებით, შეროზია სიკვდილს მაშინ გადაურჩა, რადგან გუნდმა ბოლნისის "სიონთან" თამაში მოიგო.

"2010 "ზუგდიდის დინამო" ხვდებოდა ბოლნისის "სიონს".

ბოლნისს გულშემატკივრობდა დავით კირკიტაძე, რომელიც ამჟამად რუსთავის მერობისთვის იყრის კენჭს, ხოლო ზუგდიდის მხარეს იყო მეგის ქარდავა, რომელიც ახლა დაპატიმრებულია.

გეტყვით, რა გააკეთა მეგის ქარდავამ.

ზუგდიდის მწვრთნელი ბესო შეროზია, აიყვანა ზუგდიდის სასაფლაოზე, გაათხრევინა საფლავი და უთხრა, თქვენ თუ წააგებთ ესაა შენი საფლავიო.

ხოლო, იმიტომ, რომ ბოლნისის "სიონმა" წააგო, დავით კირკიტაძემ მსაჯებს საჯაროდ, ტელეკამერების წინ სცემა.

ამაზე იყო სიუჟეტები მომზადებული, თუმცა არ გვახსოვს ამისთვის დასჯილი ადამიანები", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ დღეს საზოგადოებას წესით არ უნდა გაუჭირდეს ჯანსაღი არჩევანის გაკეთება.

"წარმოიდგინეთ, რას გაგვიკეთებენ ეს დახვეწილი მწამებლები, თუ დაბრუნდებიან რევანშით? რომელი ჟურნალისტი ან არასამთავრობო ორგანიზაცია გაუძლებს იმ ზეწოლას, რომელსაც ყველა ერთად გავდიოდით მაშინ.

დღეს სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება და მედიის წარმომადგენლები თავისუფლები ხართ, მაგრამ მათ ჰგონიათ, რომ "ნაცმოძრაობის" დაბრუნების შემთხვევაში ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება? სიახლე და ცვლილება მიხეილ სააკაშვილია?" - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747285386

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით სხდომაზე განსახილველი საკითხებია - ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება მისი ქონების მისაკუთრების მიზნით, წამე...

დროებითმა საგამოძიებო კომისია

1747256063

ახალი ამბები

მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს

 თბილისში, მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილისა და მის შიგნით მყოფი მგზავრების ძებნისას, 1 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, თუმცა ის ავტომობილში მსხდომ პირს არ ეკუთვნის. ნაპოვნი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვა...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1747254857

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ

 მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ, - ამის შესახებ...

ირაკლი კობახიძე

1747253704

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება სტატუს-კვო, თუმცა სტატუს-კვოს პირობებშიც ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

 ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება სტატუს-კვო, თუმცა სტატუს-კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის...

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპ

1747253126

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, უილსონი არის ერთ-ერთი მაგალითი, საქართველოზე რომ ჰკითხო, შეიძლება, რუკაზე ვერ მოგინიშნოს

 რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაც...

ირაკლი კობახიძე