მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას შეხვდა

14 მაისს, ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მარკო ჯურიჩთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა, ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.
„კმაყოფილებით აღინიშნა მიმდინარე წლის ივნისში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბიზნესკავშირებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
დადებითად შეფასდა სერბული მხარის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის თაობაზე, რაც ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას მოემსახურება.
ევროინტეგრაციის კონტექსტში, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა სერბეთის და დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1747307824
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან, ის არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი
რასა იუკნევიჩიენე არის საბჭოური მიდგომების ერთ-ერთი გამხმოვანებელი და დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სააკაშვილი იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურ...
1747306780
ახალი ამბებიმტკვარში მაშველებმა კიდევ ერთი კაცის ცხედარი იპოვეს
მტკვარში, სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, კიდევ ერთი პირის ცხედარი იპოვეს. დაღუპული კაცის ცხედარი ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევას არ უკავშირდება, ის სხვა პერიოდში დაკარგული პირია. ინფორმაციას საგანგებ...
1747306422
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადმოიდგმება შემხვედრი კონკრეტული ნაბიჯები
გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინი...
1747306393
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 64-ვე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...
1747305230
ახალი ამბებიკალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი...