ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ - პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლის ნაწილიც გასაღების მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-2603-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურა ნარკორეალიზატორის მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747309278

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე პოლოლიკაშვილზე: უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა

„უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისი პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავში...

მამუკა მდინარაძე

1747307824

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან, ის არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი

რასა იუკნევიჩიენე არის საბჭოური მიდგომების ერთ-ერთი გამხმოვანებელი და დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სააკაშვილი იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურ...

ირაკლი კობახიძე

1747306780

ახალი ამბები

მტკვარში მაშველებმა კიდევ ერთი კაცის ცხედარი იპოვეს

მტკვარში, სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, კიდევ ერთი პირის ცხედარი იპოვეს. დაღუპული კაცის ცხედარი ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევას არ უკავშირდება, ის სხვა პერიოდში დაკარგული პირია. ინფორმაციას საგანგებ...

მტკვარიმტკვარი

1747306422

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადმოიდგმება შემხვედრი კონკრეტული ნაბიჯები

გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინი...

ირაკლი კობახიძე

1747306393

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 64-ვე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...

ირაკლი კობახიძე