ეს მწვანე პასპორტი თავის მოტყუებისთვის ხომ არ გვინდა?-თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნებისმიერ კოვიდგადატანილ მოქალაქეს, მწვანე სტატუსი მუდმივად არ უნდა ჰქონდეს. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საერთაშორისო დაკვირვებით კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი რჩება ექვსი თვის მანძილზე, შეიძლება ვიღაცას რჩება მეტი ან ნაკლები ხნით, მაგრამ საშუალოდ ექვსი თვე. გამომდინარე აქედან, ცერცვაძე ამბობს, რომ მწვანე პასპორტით სარგებლობის ვალდებულება, სავაჭრო ობიექტებში არ უნდა არსებობდეს.
„რა გამოვა ახლა, საზღვარგარეთისთვის საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ერთი კოვიდპასპორტი, რადგან იქ ცალსახად წერია, რომ ბოლო ექვს თვეში გადატანილი იძლევა მწვანე პასპორტის უფლებას, ხოლო შიდა მოხმარებისთვის უნდა გვქონდეს სხვა პასპორტი, სადაც ნებისმიერ დროს გადატანილი კოვიდი იძლევა მწვანე პასპორტს. შესაძლოა, ამ ჩემს მოსაზრებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდეს, რადგან ორივეს ჰყავს მოწინააღმდეგე. ერთი იმას, რომ ყველა კოვიდგადატანილს მიეცეს – ამას ეწინააღმდეგებიან უფრო სპეციალისტები, უფრო საქმეში ჩახედული ხალხი და უფრო ისინი, რომლებიც მეტად ფიქრობენ, რომ ქვეყანა დაიცვან კოვიდის გავრცელებისგან, მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები. უნდა მიეცეს მწვანე პასპორტი მათ, ვისაც ბოლო ექვს თვეში აქვს გადატანილი კოვიდ, მაგრამ მეორე მხარეც არის უკმაყოფილო. თუ ეს შემოიღეს, მაგრამ უკმაყოფილო დარჩებიან ისინი, ვინც გადაიტანეს კოვიდი და ვისაც უნდათ, რომ ჰქონდეთ გაფართოებული უფლებები, არ უნდათ რომ ჰქონდეთ შეზღუდული, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ბოდიშს ვიხდი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ოდესღაც გადაიტანა კოვიდი და პრეტენზია აქვს, რომ ჰქონდეს მწვანე პასპორტი, მაგრამ ეს იქნება თავის მოტყუება. ამიტომ ჩვენ ეს მწვანე პასპორტი თავის მოტყუებისთვის ხომ არ გვინდა, ჩვენ ეს იმისთვის გვინდა, რომ დავიცვათ ადამიანები, დავიცვათ ერთმანეთი და ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ შევამციროთ მაღალი სიკვდილობა. მე ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ მწვანე პასპორტში კოვიდგადატანილის გრაფაში შევიდეს ბოლო ექვს თვეში კოვიდის გადატანა. რაც შეეხება უნდა გაფართოვდეს თუ არა იმ დაწესებულებების რიცხვი, სადაც მწვანე პასპორტის ამოქმედება უნდა მოხდეს, ამაზე რთულია ლაპარაკი. მოლებში არა, რადგან ადამიანი ძალიან დიდხანს არ რჩება, ის მოძრაობს და თუ დააკვირდებით, მოლებში ყველაზე კარგად იცავენ პირბადის ტარების წესს. მოლებში მე, ფაქტობრივად, უპირბადოდ ადამიანი არ მინახავს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რთულია, ეს გამოიწვევს გარკვეულ დისკრიმინაციას, რომ ადამიანი ვერ იმგზავრებს ტრანსპორტით, ასე რომ ჯერ მივეჩვიოთ იმ ჩამონათვალს, რომელიც არის“, –განაცხადა, თენგიზ ცერცვაძემ.
ასევე წაიკითხეთ:
🔵წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები „ომიკრონის“ ვაქცინაზე მუშაობენ
1792387214
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქარ-ცეცხლი, რომელიც საქართველოში ტრიალებდა, საბოლოო ჯამში, მიუბრუნდათ უკან, დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაშია ევროპა
საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, როცა მს...
1792385710
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში...
1792357454
სპორტიძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა (U23 95 კგ) აკვრაში დაძლეული 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტის სა...
1792357204
სპორტიძალოსანი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209...
1792356776
სპორტიძალოსანი გივი დარსაველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გივი დარსაველიძემ (U20, +110 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ძალოსანმა ა...































