"ფილმში მგონია თავი - გადაატრიალეს სახლები, მამაჩემის პირადი მძღოლი ვინც არის, იმის სახლში მივიდნენ და ამოუყირავეს სახლი, არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს, წამლები დაალევინა, ისე ინერვიულეს" - სოსო გოგაშვილის შვილის კომენტარი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ამბობს, რომ მამამისის დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა მათ სახლებში გონიოში, თბილისსა და კახეთში.
ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება, რომელიც სუს-ის მიერ მოქალაქეების ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.
"რასაც სოსო აანონსებდა, ის ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს აქვს, ამერიკისაც და ევროკავშირისაც, თავიდან ბოლომდე აქვთ.
არ არის გამორიცხული, (დაკავება ამას უკავშირდებოდეს) მაგათ ტვინში რა მოიხარშება, არ ვიცი.
საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კახეთშიც - სასტუმროშიც და სახლშიც.
გადააატრიალეს სახლები, მამაჩემის პირადი მძღოლი ვინც არის, იმის სახლში მივიდნენ და ამოუყირავეს სახლი, არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს, წამლები დაალევინა, ისე ინერვიულეს.
ფილმში მგონია თავი გუშინდელი დღის მერე.
[ჩხრეკა ჩატარდა] გონიოში, თბილისში, კახეთში", - აცხადებს სოსო გოგაშვილის შვილი ნიკოლოზ გოგაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში გვიან ღამით აიყვანე,ს თუმცა უწყებას ამ დრომდე, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა გუშინ დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.
ამავე თემაზე:
1752782973
საზოგადოებაპაპუაშვილი მოლდოვასა და საქართველოზე: მე ვუყურებ ფაქტებს - რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც ბრიუსელის რეკომენდაციებს უჯერებ და რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები
მე ვუყურებ ფაქტებს, საქართველო -მოლდოვა - რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც უჯერებ ბრიუსელის რეკომენდაციებს და რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები, - გან...
1752782928
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად
პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომ...
1752782894
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირი სხვადასხვა გამოვლინებით, მისი წევრი ქვეყნებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუციით ჩაერია საქართველოს არჩევნებში, ეს არის ფაქტი
ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირი სხვადასხვა გამოვლინებით, მისი წევრი ქვეყნებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუციით ჩაერია საქართველოს არჩევნებში, ეს არის ფაქტი, - გან...
1752782862
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია
ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა...
1752782134
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია
წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...