"იმ სპექტაკლით, აგონიაში მყოფმა რეჟიმმა, სხვებს დაუქნია ხელი - არც გაბედოთ ჩვენი შიგნიდან მხილება თუ არა, უარესს მიიღებთო"
"იმ სპექტაკლით, აგონიაში მყოფმა რეჟიმმა , სხვებს დაუქნია ხელი - არც გაბედოთ ჩვენი შიგნიდან მხილება თუ არა, უარესს მიიღებთო",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
"გადავხედე გოგაშვილის დაკავებაზე კომენტარებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან შორს ვართ იმისგან, ვითომ საითაც მივილტვით.
გოგაშვილი, რომ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო, ამაზე ხომ ორი აზრი არაა.
იგი რამდენად იქცევა ტიპად, რომელიც სისტემას შიგნიდან ამხელს ესეც მეორე საკითხია, მაგრამ მისი დაკავების ფორმა იყო სრულიად მიუღებელი და ამაზრზენი.
"სპალნაში"რომ არ შევარდნოდენ შუაღამეზე რა, დაკითხვაზე ვერ დაიბარებდნენ თუ შეკითხვები აქვთ მასთან და იქ ვერ დააკავებდნენ? ან/და დღისით რომელი ხელმიუწვდომელი ტიპი მყავდა გოგაშვილი ხელი რომ ვერ მოეკიდათ?
იმ სპექტაკლით, აგონიაში მყოფმა რეჟიმმა , სხვებს დაუქნია ხელი - არც გაბედოთ ჩვენი შიგნიდან მხილება თუ არა, უარესს მიიღებთო",- წერს ასკურავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში გვიან ღამით აიყვანეს.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა გუშინ დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.
ამავე თემაზე:
* სპეცოპერაცია სოსო გოგაშვილის სახლში - სამართალდამცველებმა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
1782670204
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ, ამ ტერმინით თავისუფლება გადათარგმნონ, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში გამართულ პრაიდთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან უნგრეთის LGBTIQ+...
1782668024
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით
„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხ...
1782665015
მსოფლიოევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება - დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა. რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთში. ჩეხეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (CHM...
1782662715
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია - „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“. ანანიძის თქმით, საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვი...
1782659493
ახალი ამბებისიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციის მანქანა დააზიანა - პოლიციელებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველ...































