გარდაიცვალა გელა ჩარკვიანი

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი.

ამის შესახებ თავისი შვილი, თეონა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო, სადაც 1976-დან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984-დან 1992 წლამდე იყო საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი. 1980-იან წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის თბილისში, 1989 წლის ნოემბერში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული, ქართული ღონისძიება – თბილისობა.

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო, 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან - ელჩი. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750574614

საზოგადოება

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და ს...

 ნარკოდანაშაული

1750573931

მსოფლიო

IAEA: ირანის ბირთვულ ობიექტზე იერიშის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA ) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ რადიაციის დონე არ გაზრდილა. „IAEA-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ ირანში, 3 ბ...

IAEA

1750572161

მსოფლიო

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

 ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანიდან 50-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტ...

ისრაელი

1750538301

მსოფლიო

კვიპროსზე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯაშუშობისა და ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

კუნძულ კვიპროსზე ჯაშუშობისა და ტერორიზმის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს. მამაკაცს ბრალად ირანის სასარგებლოდ თვალთვალი ედება, რომელსაც კვიპროსზე მდებარე სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე ახორ...

კვიპროსზე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯაშუშობისა და ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

1750536807

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო 19 ივნისის სინოდალური კომისიის სხდომაზე ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველოს საპატრიარქო 19 ივნისის სინოდალური კომისიის სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საპარტიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მა...

ზოგადი