ირაკლი ქადაგიშვილი: მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს. ამიტომ, სწორედ ეს არის ის მიდგომა, რითაც ხელისუფლება მოქმედებს

მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებას.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში კორუფციის დაბალი მაჩვენებლების მიხედვით, ფინანსების და ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთოდ ლიდერი სახელმწიფოა. მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს. ამიტომ სწორედ ეს არის ის პოლიტიკა და ის მიდგომა, რითაც ხელისუფლება მოქმედებს და კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა ყველას, ვისაც ასეთი დარღვევა, გადაცდომა და დანაშაული ექნება ჩადენილი, მასთან დაკავშირებით კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750590249

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მსგავსი სადისტური და ტირანული რეჟიმები საქართველოს ხელისუფლებაში აღარ უნდა დაბრუნდნენ

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი მხრივ ხდება პრაქტიკულად რეტროსპექტივა ყველა იმ ქმედებისა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარი ერის და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინა და ასევე 2012 წლიდან დღემდე განხორციელე...

დავით მათიკაშვილი

1750585632

საზოგადოება

„ჯორჯიან ეარვეისი“: 23 და 24 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია

„ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, 23 და 24 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გაუქმებულია. „მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეის...

ჯორჯიან ეარვეისი

1750585411

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 2 ივნისის გვიანი საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგ...

ამინდი

1750582031

მსოფლიო

კირ სტარმერი: მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და ეს კრიზისი დიპლომატიური გზით დაასრულოს

აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გამოეხმაურა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საერთაშორისო უსაფ...

კირ სტარმერი

1750579028

მსოფლიო

კარლ ბილდტი აშშ-ის მიერ ირანის დაბომბვას საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას უწოდებს

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან...

კარლ ბილდტი