კვიპროსზე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯაშუშობისა და ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

კუნძულ კვიპროსზე ჯაშუშობისა და ტერორიზმის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს. მამაკაცს ბრალად ირანის სასარგებლოდ თვალთვალი ედება, რომელსაც კვიპროსზე მდებარე სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე ახორციელებდა. ინფორმაციას BBC გვიზიარებს.
მედიის ცნობით, მამაკაცი წარმოშობით აზერბაიჯანიდანაა და ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებთან აქვს კავშირი. დღეს ის კვიპროსის რაიონულ სასამართლოზე წარდგა, სადაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დიდი ბრიტანეთის განცხადებით, მათ კვიპროსის ხელისუფლებასთან აქვთ კომუნიკაცია.
აკროტირის სამეფო საჰაერო ძალების ბაზა ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია რეგიონში, საიდანაც დიდი ბრიტანეთი ისრაელის ცას ირანის თავდასხმისგან იცავს.
გასულ კვირას, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე დამატებითი ძალების მობილიზაცია გამოცხადდა, დიდი ბრიტანეთის აქტივების დასაცავად.
როგორც კვიპროსის პოლიცია იუწყება, ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებისა და ჯაშუშობისთვის ეჭვმიტანილი მამაკაცის შესახებ დამატებით, დეტალურ მონაცემებს, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ აქვეყნებს, თუმცა ირკვევა, რომ ბრალდებულს აპრილის დასაწყისიდან, მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა აკროტირის სამეფო საჰაერო ძალები და ინფორმაციას ირანის სამხედრო ძალებს უზიარებდა.
1750523455
მსოფლიორომის პაპი: ხელოვნური ინტელექტი ადამიანის საკეთილდღეოდ განკუთვნილი ინსტრუმენტია და არა - მის ჩასანაცვლებლად
რომის პაპი ლეო XIV იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და 68 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მან ხელოვნური ინტელექტის (AI) შედეგად წა...
1750521644
ახალი ამბებიდაცული ტერიტორიების სააგენტო უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით აქტიურად მუშაობს
ბაწარა-ბაბანეურის, კინტრიშის, მაჭახელასა და კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე კოლხური ბზა სპეციალური ბიოლოგიური პრეპარატებით და დამატებითი ბუნებრივი საშუალებებით მუშავდება. აღნიშნული პროცესი მიმართულია გავრ...
1750519615
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მისთვი...
1750518888
ახალი ამბებიპროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დ...
1750516318
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად, არამედ წევრებად
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბატ...