გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკაა ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის პარალელურად, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარემოზე ზიანი

დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. შესაბამისად, სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს, ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის პარალელურად, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარემოზე ზიანი. შექმნილია საერთაშორისო სტანდარტის კანონმდებლობა, მოქმედებს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები და რეგულაციები, ასევე, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს, სხვადასხვა მიმართულებით კვლევებს, მეორე მხრივ, პოტენციური დამაბინძურებლების მუდმივ კონტროლს, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით 15 ავტომატური და 3 მობილური სადგურის მეშვეობით ხორციელდება, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო-დანადგარებით და 24 საათის განმავლობაში სრულყოფილი მონაცემების მიღების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს მონიტორინგის სისტემა ეფუძნება ევროკავშირის დირექტივებს, ინტეგრირებულია საქართველოს კანონმდებლობაში და იყენებს ე.წ. „ოქროს სტანდარტის“ ტექნოლოგიებს.
„რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება სხვადასხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები: გოგირდის დიოქსიდი (SO2), მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5) აზოტის დიოქსიდი (NO2), ოზონი (O3) და ნახშირბადის მონოქსიდი (CO). ამასთანავე, ხდება სინჯების აღება მათში შემდეგი მძიმე მეტალების: ნიკელი (Ni), კადმიუმი (Cd), ტყვია (Pb), დარიშხანი (As) და ასევე ბენზ(ა)პირენის შემცველობის დასადგენად.
საქართველოს 32 ქალაქში, მათ შორის რუსთავში, წელიწადში ოთხჯერ (მარტი, ივნისი, სექტემბერი, ნოემბერი) ტარდება ჰაერის ხარისხის ინდიკატორული გაზომვები ბენზოლის (C6H6), აზოტის დიოქსიდისა (NO2) და ოზონის (O3) კონცენტრაციების განსასაზღვრად. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემები შესაძლებელია იხილოთ ჰაერის ხარისხის პორტალზე.
გარდა ამისა, მიმდინარეობს დასახლებული ადგილების ნიადაგის ჰიგიენური მდგომარეობის შეფასება. ქ.რუსთავში 2024–2025 წლებში ჩატარებული ნიადაგის მონიტორინგის შედეგები, ევროპული სტანდარტით განსაზღვრულ ზღვრულ ნორმებთან მიმართებაში, თითქმის ყველა შემთხვევაში ნორმის ფარგლებშია.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მუდმივად კონტროლდება ყველა ტიპის სურსათი. სააგენტოს მიერ ნიმუშების აღების სქემა და კვლევის მეთოდოლოგია შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის კანონმდებლობასთან.
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მსხვილი და განსაკუთრებით სახიფათო საწარმოებისთვის სავალდებულო გახდა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემების გამართვა. დღეისთვის რუსთავის 16 საწარმოდან, რომლებსაც ეკუთვნოდათ უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის წარმოება, 15 საწარმო ასრულებს ამ მოთხოვნას.
მნიშვნელოვნად გამკაცრდა სანქციები ქვეყანაში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისთვის. გამკაცრდა სანქციები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1758442790
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა - მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. აშშ-ში ვიზ...
1758400129
საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლეს...
1758398677
საზოგადოებასპორტის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სპორტის სამინისტროს დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტ...
1758396878
საზოგადოებაირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. თბილისობასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელის წოდება სხვადასხვა პროფესიის 30 ადამიანს...
1758393890
საზოგადოებაკონსტანტინე ჟღენტი ეუთო/ოდირის უარზე: ეს არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ერთი თვე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მისია საქართველოში ჩამოვიდეს
როგორც ეუთო, ისე ევროპარლამენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - ყველა არის იმ პროცესების გავლენის ქვეშ, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, - განაცხადა დიპლომატმა, კონსტანტინე ჟღენტმა გადაცემაში „EURO ანატომია“,...