კონსტანტინე ჟღენტი ეუთო/ოდირის უარზე: ეს არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ერთი თვე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მისია საქართველოში ჩამოვიდეს

როგორც ეუთო, ისე ევროპარლამენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - ყველა არის იმ პროცესების გავლენის ქვეშ, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, - განაცხადა დიპლომატმა, კონსტანტინე ჟღენტმა გადაცემაში „EURO ანატომია“, რითაც გამოეხმაურა დროის სიმცირის საბაბით ეუთო/ოდირის უარს, მიავლინოს მისია საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ეუთო/ოდირის არგუმენტი, რომ ერთი თვე სადამკვირვებლო მისიის მოსამზადებლად საკმარისი არ არის, რელევანტური არაა. კონსტანტინე ჟღენტი მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირის ეს პოზიცია ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია.
„ეუთო/ოდირის არგუმენტი, რომ ერთი თვე სადამკვივრებლო მისიის მოსამზადებლად საკმარისი არაა, რელევანტური არ არის. ეუთო/ოდირის ეს პოზიცია არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ერთი თვე სავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ აქ მისია ჩამოვიდეს. თუ ეს არ არის საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები და არის ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისია, სავსებით საკმარისია ის ერთი თვე, რომ ჩამოვიდეს, დააკვირდეს და დასკვნა გამოიტანოს, ამიტომ ვამბობთ, რომ მათ ბულინგის შეეშინდათ“, - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.
4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, ოფიციალურმა პრაღამ კი 2 სექტემბერს. 9 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა. ჩეხეთში არჩევნები 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.
1758390243
საზოგადოებაკახა კალაძე: საპატიოა ყველა მოქალაქე, ვინც ზრუნავს ქალაქზე, დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებაში მყოფებს, ვინც კეთილსინდისიერი შრომით ემსახურება ქალაქს და ქვეყანას - მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა. კახა კალაძემ შეკრებილ სტუ...
1758389535
ახალი ამბებითბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 30 ადამიანს მიენიჭა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ თურმანიძე - ექიმი; თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, მხატ...
1758386608
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე: ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილებისთვის, თბილისი ორმაგად ძვირფასია, ქალაქი - რომელმაც გახსნა თავისი კარი ათასობით დევნილისთვის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მოქალაქეებს „თბილისობას“ ულოცავს. როგორც ის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, აფხაზეთიდან დევნილებისთვის, თბილისი ორმაგად ძვირ...
1758383998
სპორტიხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია – „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელი Whoscored-მა გამოარჩია. ხვიჩამ „ატალანტას“ ეფექტური გოლი გაუტანა, ანგარიში 2:0 გახადა და...
1758382376
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონის განცხადებები, „ნაცსექტის“ წარმომადგენელთა წინ და უკან სირბილი, ყელის მოღერება იქ და სელფების გადაღება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონის განცხადებები, „ნაცსექტის“ წარმომადგენელთა წინ და უკან სირბილი, ყელის მოღერება იქ და სელფების გადაღება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - განაცხადა გადაცემა...