გიორგი ფხაკაძე: ომიკრონი, სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიც არის
"დეკემბერი არის საშინელი და პრაქტიკულად, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რომ შევაჩეროთ ეს ვირუსი. ომიკრონი, სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიც არის", - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
ჯანდაცვის ექსპერტმა, ანტისხეულების ტესტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, დაგემართება თუ არა კოვიდი.
"უნდა ვიყოთ პრაგმატულები და მივხედოთ ჩვენს თავს. უნდა გადავიდეთ მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
სხვათა შორის, საქართველოში ყველას უყვარს ტესტების გაკეთება და ვხედავ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ლაბორატორია მილიონობით ფულს აკეთებს სწორედ ამ ანტისხეულების ტესტებით.
ანტისხეული ეს არის მხოლოდ ერთი მიმართულება.
იცით, როგორ არის? – მიდიხარ, იკეთებ ტესტს და მერე ყველაფერი კარგად არის.
არადა, კოვიდი მარტო ანტისხეულებზე არ არის დამოკიდებული, კიდევ სხვა მექანიზმზეა საუბარი და ასევე, კვლევებშია საუბარი, რომ არ მინდა, არასამედიცინო ენა გამოვიყენო, მაგრამ არის კიდევ სხვა კონკურენტები და სხვა ტესტები, რომლებიც აჩვენებს, რომ შესაძლებელია, ანტისხეულები მაღალი იყოს, მაგრამ სხვა ინდიკატორები აჩვენებს, რომ პირიქით, ამ ადამიანს შეიძლება, დაემართოს კოვიდი.
შესაბამისად, მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, შენ დაგემართება თუ არ დაგემართება კოვიდი", – აღნიშნავს ფხაკაძე.
სხვა სიახლეები:
🔲 კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა - ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
1791722124
ახალი ამბებიშიო მესამე: ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მეცხრამეტე კვირას, ქადაგებისას ღვთის ლოცვა...
1791716795
ახალი ამბებისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში საფრანგეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებებ...
1791712972
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს - პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება ნანა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომელშიც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალ...
1791709697
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე ჯგუფის, „გამოუვალი მდგომარეობა“ მიწვევას ეხმიანება. შაქარიშვილი ამბობს, რომ ნამდვილად სიმბოლ...
1791707220
სპორტიმსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ იტალია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეული გუნდური ასპარეზობის მერვედფინალში, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა - საქართველოს ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდ...































