გიორგი იაკობაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მთავრობამ მამია სანადირაძეს უთხრა, შენ ძალიან იაფად აძლევ მომხმარებლებს ინტერნეტს, ამიტომ ბიუჯეტში თანხა შემოდის ცოტა და 11 000 000-ით დააჯარიმეს

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა ისაუბრა.
გიორგი იაკობაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი, მამია სანადირაძე, 11 000 000-ით მხოლოდ იმ მიზეზით დააჯარიმეს, რომ ის მოსახლეობას ინტერნეტს იაფად აძლევდა და ბიუჯეტში ცოტა თანხა შეჰქონდა.
„დღეს ინტერნეტზე ვართ ყველანი ფაქტობრივად დამოკიდებულები. მთავრობამ მაშინ მამია სანადირაძეს უთხრა, რომ შენ ძალიან იაფად აძლევ მომხმარებლებს ინტერნეტს, ამიტომ ბიუჯეტში თანხა შემოდის ცოტა და 11 000 000-ით დააჯარიმეს. ანუ რა გამოდის, რომ როცა საზოგადოებაში ადამიანები არიან კარგად, ჩვენ ვართ ცუდად, ამ დროს ადამიანები იყვნენ კმაყოფილები და თვლიდნენ, რომ ეს ფული ბიუჯეტში არ მიდიოდა. ისინი თვლიდნენ, რომ ბიუჯეტში უნდა წასულიყო უფრო მეტი და ისინი იქნებოდნენ უკეთესად.
კიდევ ერთი ჯარიმა, ოფიციალური მისამართი შეიცვალა „კავკასუსმა“, ერთი საათით დააგვიანა, თუ არ ვცდები - რეესტრში უნდა აცნობო იურიდიული მისამართი როცა იცვლება, 300 000 დოლარი გამოუწერეს უცებ ჯარიმა. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ“, - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.
1747741188
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს ფუჭია
„ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი, მტკიცე და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, ფუჭია“, - ას...
1747739697
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ფარა“ იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას
„ფარა“ იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ფარას“ ანალოგზე საუბრისას განაც...
1747738668
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: წაგებული არჩევნების მერე მათ პირდაპირ დღის წესრიგს წარმოადგენს, რამენაირად ქვეყანაში მოახდინონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს ევროპაში. მისი თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგს წარმოადგენს, რომ ქვეყანა ეკონომი...
1747737285
საზოგადოებალევან მაჭავარიანი გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიღაცას შეიძლება ციხეში წასვლა აწყობდეს, ვიღაცას უნდა, რომ გმირად შეირაცხოს, რომ აი, მე ციხეში წავედი ამ ბროლიძის გამო, მათი გადასაწყვეტია
„ვიღაცას შეიძლება ციხეში წასვლა აწყობდეს, ვიღაცას უნდა, რომ გმირად შეირაცხოს, რომ აი, მე ციხეში წავედი ამ ბროლიძის გამო და ა.შ. მათი გადასაწყვეტია. ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს“, - ასე ეხმაურება საპ...
1747737223
საზოგადოებაბონდო მძინარაშვილი: გამომცემლობა „სამშობლოდან“ ხალხის გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ პრეტენზია მაქვს იმიტომ, რომ ქუჩაში გამოყარეს ადამიანები
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საუბრობს. ის ეხმიანება გამომც...