გიორგი იაკობაშვილი: სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა შემომითვალა, რომ დავაფინანსებთ ოფისის ქირასო - დავწერეთ პროექტი და მისცეს სხვას, დავურეკე ზვიად ქორიძეს და მითხრა, მე რატომ მეუბნები, მედია პროექტების კოორდინატორი ალეკო ელისაშვილიაო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხებია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები, კომისიის წევრები ჟურნალისტ გიორგი იაკობაშვილს უსმენენ.

იაკობაშვილი საუბარში 2011 წლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა შეუთვალა, რომ იქნებოდა გრანტები, თუმცა, იაკობაშვილის თქმით, „მისცეს სხვას, ვისაც საერთოდ არ სჭირდებოდა“.

„2011 წლის მარტია, სახლებიდან ვმუშაობთ, როდესაც სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა ვიღაცის პირით შემომითვალა, რომ ჩვენთან ახლა იქნება გრანტები, კერძოდ, 8 ათასი დოლარის ფარგლებში დავაფინანსებთ ოფისის ქირას, საოფისე ავეჯს და ტექნიკას, რაც ჩვენ არ გვქონდა. გამიკვირდა, რომ სოროსის ფონდის მხრიდან ასეთი შემონათვალი იყო, თუმცა, რადგან იყო, ავდექით, დავწერეთ პროექტი და მისცეს სხვას, ვისაც საერთოდ არ სჭირდებოდა ეს ამბავი და შემდეგ, დავურეკე ზვიად ქორიძეს, რომელიც იყო ბორდის წევრი და მე ვუთხარი, რა არის მეთქი ეს და მე რატომ მეუბნებიო, მედია პროექტების კოორდინატორი არის ალეკო ელისაშვილიო.

ყველანი კარგად ვხვდებით, რას ნიშნავს 2011 წელს სოროსის ფონდში მედია პროექტების კოორდინატორის პოსტი. ამ ადამიანს რა აქვს სალაპარაკო იმაზე, რომ დავუშვათ იქ, ოპოზიციონერი ჟურნალისტი იყო ან ზოგადად, დღეს წარმოადგენს რაღაცას“, - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747741188

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს ფუჭია

„ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი, მტკიცე და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, ფუჭია“, - ას...

ლევან მახაშვილი

1747739697

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ფარა“ იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

„ფარა“ იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ფარას“ ანალოგზე საუბრისას განაც...

ლევან მაჭავარიანი

1747738668

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: წაგებული არჩევნების მერე მათ პირდაპირ დღის წესრიგს წარმოადგენს, რამენაირად ქვეყანაში მოახდინონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს ევროპაში. მისი თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგს წარმოადგენს, რომ ქვეყანა ეკონომი...

ლევან მაჭავარიანი

1747737285

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიღაცას შეიძლება ციხეში წასვლა აწყობდეს, ვიღაცას უნდა, რომ გმირად შეირაცხოს, რომ აი, მე ციხეში წავედი ამ ბროლიძის გამო, მათი გადასაწყვეტია

„ვიღაცას შეიძლება ციხეში წასვლა აწყობდეს, ვიღაცას უნდა, რომ გმირად შეირაცხოს, რომ აი, მე ციხეში წავედი ამ ბროლიძის გამო და ა.შ. მათი გადასაწყვეტია. ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს“, - ასე ეხმაურება საპ...

ლევან მაჭავარიანი

1747737223

საზოგადოება

ბონდო მძინარაშვილი: გამომცემლობა „სამშობლოდან“ ხალხის გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ პრეტენზია მაქვს იმიტომ, რომ ქუჩაში გამოყარეს ადამიანები

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საუბრობს. ის ეხმიანება გამომც...

ბონდო მძინარაშვილი