გივი მიქანაძე: ბაჩიაშვილს რომ დავუჯეროთ, გამოდის, ქართულმა სპეცსამსახურებმა, უცხო ქვეყანაში, ძებნილი პირი დააკავეს და უპრობლემოდ დააბრუნეს საქართველოში - ცალსახად იკვეთება ჩვენი სპეცსამსახურების კიდევ უფრო მაღალი პროფესიონალიზმი

ერთი წამით მივცეთ საშუალება იმ თეორიის განვითარებას, რასაც ბაჩიაშვილი საუბრობს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა, უცხო ქვეყანაში ძებნილი, მსჯავრდებული პირი დააკავეს, უპრობლემოდ დააბრუნეს საქართველოში და წარადგინეს მართლმსაჯულების წინაშე - ამას ამბობს ბაჩიაშვილი. ამ შემთხვევაში, სიტყვაზე რომ დავუჯეროთ ბაჩიაშვილს და დავიჯეროთ და განვითარდეს ეს ვერსია, ცალსახად იკვეთება ჩვენი სპეცსამსახურების კიდევ უფრო მაღალი პროფესიონალიზმი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, გადაცემაში „ღამის კურიერი".

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ის მომხრეა, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაციაში ჩართული პირების დაწინაურების და ჯილდოზე წარდგენის, ვინაიდან, ბაჩიაშვილის ვერსია მისი დაკავების შესახებ, ქართული სპეცსამსახურების კიდევ უფრო მეტ პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.

"მე პირადად, მომხრე ვიქნებოდი, ის ადამიანები, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა და განახორციელა, გარკვეულ
დაწინაურებაზე და ჯილდოებზე წარგვედგინა, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები უმაღლეს რანგში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. მეორე უმთავრესი კომპონენტია, რომ ბაჩიაშვილი იქნება ეს თუ სხვა ადამიანი, როდესაც ჩაიდენს დანაშაულს, იმ ადამიანთან მიმართებით, მართლმსაჯულება უნდა დადგეს. შესაბამისად, მართლმსაჯულების კომპონენტი არის უმთავრესი, არ აქვს მნიშვნელობა ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, მით უმეტეს, ბაჩიაშვილი, რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულშია მხილებული - ფულის გათეთრებაზეა საუბარი. სანქცირების თვალსაზრისით, ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებში, ბევრად უფრო მკაცრ სანქცირებას ექვემდებარება მსგავსი ქმედება, ვიდრე საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობითაა განსაზღვრული." - განაცხადა გივი მიქანაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს ბაჩიაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მიქანაძემ ამ ბრალდებებს ოპოზიციის სპეკულაცია უწოდა. მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც დანაშაულშია მხილებული, აუცილებლად უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

"ეს [ბაჩიაშვილის პოლიტპატიმრობა] არის ოპოზიციის სპეკულაცია და ეს სპეკულაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილმა კრიმინალი ჩაიდინა და პარალელურად, თვითონვე აღიარა, რომ ოპოზიციას აფინანსებდა იმისათვის, რომ სწორედ საინფორმაციო თავდაცვითი კომპონენტი შემოეღო თავისთვის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძებნილია და სასამართლოს მიერ ცნობილია დამნაშავედ, ის აუცილებლად უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე - ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი. ამიტომ, აქ მხოლოდ მადლობა გვეთქმის ქართული სპეცსამსახურებისთვის და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ დავუშვებთ იმ თეორიას, რომელზეც ბაჩიაშვილი საუბრობს, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მაღალ პროფესიონალიზმს, რომელიც ქართული სპეცსამსახურებისთვის არის დამახასიათებელი. მე დავაყენებდი ამ ადამიანების გარკვეულ ჯილდოზე წარდგენის საკითხს." - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749035652

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი შალვა პაპუაშვილის წერილზე: კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ევრო ბიუროკრატები არიან აბსოლუტურად სხვა

რეაგირება თუ არ ექნება ამასთან დაკავშირებით არც ევროკავშირის ელჩს, არც დიპლომატიურ კორპუსს, არც ევროკავშირს, არც ფონდ EED - ის და ა.შ., ეს ყველაფერი მათთვისვე არის კონტრპროდუქტიული და იწვევს იმას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1749034027

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქალაქ მეხიკოში იმყოფებოდა

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის მიწვევ...

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია

1749033235

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქართველო უნდა იყოს ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით, ბატონი გაბიტაშვილი ამაში ძალიან სერიოზულ როლს ითამაშებს

„ვპირდებით საზოგადოებას, რომ 3-4 წელიწადში საქართველო შევა ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რი...

ლევან მაჭავარიანი

1749032996

ახალი ამბები

კახა კალაძე: ჩემთვის წმინდა გიორგის ორდენზე წარდგენა არის დაფასება იმ უდიდესი შრომის, მიზანდასახულობის, უამრავი გათენებული ღამის, რაც როგორც ფეხბურთელმა გავიარე

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძემ აღნიშნულ ორდენზე წარ...

კახა კალაძე

1749032411

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ლევან კობიაშვილმა შემდეგ მიზნად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა დაასახელა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXV რიგითი ყრილობა გაიმართა. ყრილობის დასაწყისში ლევან კობიაშვილმა დელეგატებს აცნობა, რომ ნიკა ჯღარკავა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და აღმასკომიც დატოვა....

ლევან კობიაშვილი