„გლოვოს“კურიერის თქმით, კალაძისა და ღარიბაშვილის გინების გამო, პოლიციამ გაიტაცა და სცემა

29 წლის ირაკლი მილაძე პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში, არაადამიანურ მოპყრობასა და დამცირებაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლოვოში კურიერად მუშაობს, ამბობს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თბილისის მერ კახა კალაძეს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეაგინა.

კურიერი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თბილისში არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკასა და მაღალჩინოსნების მიერ გზებზე პრივილეგიებით სარგებლობას აპროტესტებდა. ვიდეოში, რომელიც 5 დეკემბერს გამოქვეყნდა, მილაძე პოლიციასაც აგინებს კურიერებისთვის დაწერილი "უსამართლო ჯარიმების" გამო. მილაძე ამბობს, რომ პოლიციელებმა ძალადობის და დამამცირებელი მოპყრობის დროს, მიზეზად სწორედ მათი მისამართით გაჟღერებული კრიტიკა და შეურაცხყოფა დაუსახელეს.

ირაკლი მილაძე შაბათის ფორმულასთან საუბარში ჰყვება, რომ ვიდეოს გამოქვეყნებიდან 1 კვირაში, 12 დეკემბერს, პოლიციელებმა ის მარშალ გელოვანის გამზირზე დააკავეს. ამის შემდეგ კაცი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც მისი თქმით, საკანში დააბეს, გააშიშვლეს და სცემეს. კურიერი ამბობს, რომ პოლიციელები მას ვიდეოზე იღებდნენ, რომელიც შემდგომში "ვიღაცას გადაუგზავნეს". გლოვოს კურიერმა წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათი გაატარა.

ახალგაზრდა კაცი შაბათის ფორმულას უყვება, რომ იმ 2 ღამეში, რაც წინასწარი დაკავების საკანში გაატარა, გაიცნო 10-მდე მოქალაქე - ყველა მათგანი, მილაძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის გინებისთვის იყო დაკავებული.

მილაძის თქმით, პირველი ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და პრევენციის მიზნით ახალი მიმართვა გაავრცელა. ის ამბობს, რომ პოლიცია ქმედებებზე ამ ვიდეოს შემდეგ გადავიდა. გლოვოს კურიერი ჰყვება, რომ ის დიღმის ტრასაზე მდებარე აგროჰაბის ტერიტორიიდან გაიტაცეს, ჯერ მანქანაში სცემეს და ვიდეო გადაუღეს, მოგვიანებით კი, დიღმის პოლიციის სამმართველოში გააშიშვლეს და ეს ფაქტი ვიდეო ფირზე აღბეჭდეს.

ირაკლი მილაძე ამბობს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ყურადღების ცენტრში პირველად არ მოექცა. კერძოდ, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციებში იგი ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო, რის გამოც მაშინ "ე.წ. სუს-ის კრებსებში მოხვდა, როგორც გასანეიტრალებელი პიროვნება".

გლოვოს კურიერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს და პოლიციას მოსამართლემ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა, რადგან ბრალდების საქმეში არ იძებნებოდა ფაქტები რომ ირაკლი მილაძემ შსს-ს წარმომადგენლებს წინააღმდეგობა ნამდვილად გაუწია. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 25 დეკემბერს გაგრძელდება.

მას შემდეგ რაც შაბათის ფორმულამ საკითხზე სიუჟეტი მოამზადა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, წერს ტელეკომპანია „ფორმულა“.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი 17 დეკემბრისთვის

🔵 ქუთაისში, მთვრალმა კაცმა ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა - ადვოკატი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782192714

ახალი ამბები

მეტროთი მგზავრობა ნაწილობრივ შეზღუდულია

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება. პირველი ხაზი, ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე მიმართულება გაჩერებულია.  მიზეზის გასარკვევად თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მივმართეთ. მათ...

თბილისის მეტრო

1782191937

საზოგადოება

მთავრობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება - ამ მიზნით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, ცვლილებები შე...

პარლამენტი

1782190779

საზოგადოება

სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს

დღეს, 23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს ელოდებიან. ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს...

ლევან იოსელიანი

1782160607

ახალი ამბები

კობა კობალაძე: დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი - ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა

დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი - ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დ...

კობა კობალაძე

1782158752

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო, მან თავისი ინოვაციური იდეებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ტურიზმის სექტორის განვითარებაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს...

მარიამ ქვრივიშვილი