სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს
დღეს, 23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს ელოდებიან. ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიშში წარმოდგენილია 2025 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები და პროგრესი.
აღნიშნული ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა კომიტეტის დასკვნას, რომელშიც გაანალიზებულია სახალხო დამცველის ანგარიშში იდენტიფიცირებული გამოწვევები და ასახულია მათი გადაჭრის მიზნით, პარლამენტის მიერ გასაცემი დავალებების პროექტი.
„საინტერესოა რა პრობლემებს აფიქსირებს სახალხო დამცველი, მით უფრო როცა ვხედავთ, რომ ამ პრობლემების პოლიტიზება არ ხდება და პარლამენტის მხრიდან ყოველთვის ადეკვატურად არის აღქმული რეკომენდაცია, რომელიც ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, ამიტომ დიდი სიამოვნებით მოვისმენთ და მივიღებთ რეკომენდაციებს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
1782191937
საზოგადოებამთავრობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება - ამ მიზნით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, ცვლილებები შე...
1782160607
ახალი ამბებიკობა კობალაძე: დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი - ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა
დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი - ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დ...
1782158752
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო, მან თავისი ინოვაციური იდეებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ტურიზმის სექტორის განვითარებაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს...
1782155951
სპორტილიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
დალასში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ „ჯ“ ჯგუფის მატჩში, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ 38-ე წუთზე გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აღნ...
1782154926
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის მორიგ სერიას და ამ სერიას დავარქვით მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინება“
„თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის მორიგ სერიას და ამ სერიას დავარქვით მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტ...





























