გორდულაძე: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაიწვიოს ე.წ. სახელმწიფოების აღიარების შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლებიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ვენესუელაში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოსთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ სახელმწიფომ, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აქვს აღიარებული, ეს გადაწყვეტილება გააუქმოს.

გორდულაძის განმარტებით, ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საზღვრების ურღვეობის პრინციპს და საქართველოს სუვერენიტეტს.

„ჩვენთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისათვის, უმნიშვნელოვანესია, რომ რამდენიმე ქვეყნის მიერ აღიარებული ე.წ. სახელმწიფოები, რომელიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია, სადაც კონტროლს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაიწვიოს აღიარების შესაბამისი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ, პატივი იქნეს ნაცემი საზღვრების ურღვეობის უმთავრეს პრინციპთან და ჩვენი ქვეყანა, რომელიც აღიარებულია გაეროს მიერ, ყველა ქვეყანამ პატივი სცეს გაეროს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767729817

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტესშობას აღნიშნავს

 მართლმადიდებელი სამყარო დღეს იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ტარდება, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დილიდან დაიწყება. შ...

ააა

1767729668

საზოგადოება

ილია მეორე: დედამიწაზე ჩვენ შეზღუდულნი ვართ როგორც დროში, ისე შესაძლებლობებით. ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი სულ სხვა ცხოვრებისათვის

 სამოთხიდან ჩვენი გამოდევნა სასჯელი იყო და არის, თუმცა, დედამიწაზე ჩვენი მწირობის პერიოდი, როგორ ხანგრძლივადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, მეტად მცირე ხნით შემოიფარგლება. ღვთის მოწყალებით, განეგო ისე, რო...

ზოგადი

1767727814

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ...

აა

1767726534

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს

 ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს. უიტეკერის თქმით, დაახლოებით 50 მოკავშირე ქვეყნისგან შემდ...

ნატოში აშშ-ის ელჩ

1767723981

მსოფლიო

კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს

 კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როსა იოლანდა ვილავისენსიომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს. აღნიშნული განცხადება მოჰყვა შეერთებული შტატების...

როსა იოლანდა ვილავისენსიო