"გორის კლინიკა გოგა აბრამიშვილის სახელობისა... იცით ვინ არის გოგა? სააკაშვილის მმართველობის მიერ გაგდებული ეროვნული გვარდიიდან" - გამოხმაურებები, სააკაშვილის გადაყვანაზე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს ეხმაურება და იქვე მალხაზ თოფურიას პოსტს ურთავს.

"ბედისწერა ოხერი რამეა, მიშა... იმედია, ძილში მაინც შეგახსენებენ თავს შენგან განწირული ბიჭები...

იქნებ, სინდისმაც შეგახსენოს თავი....

მალხაზ თოფურია წერს, ჩვენი მახაჩაა!

წაიკითხეთ!

"გორის კლინიკა გოგა აბრამიშვილის სახელობისა.... იცით ვინ არის გოგა? 

თითქოს არაფერი და.......ბედისწერა ოხერია

სააკაშვილს გორის, გოგა აბრამიშვილის სახელობის ჰოსპიტალში გადყვანა სახვეწარი გაუხდა......

ეს ის გოგა აბრამიშვილია, რომელიც 2008 წელს ფაქტობრივად მარტო დარჩა ევაკუირებულ ჰოსპიტალში

"იქნებ კიდევ ვინმე დაჭრილი მოიყვანონ და ექიმი ხომ უნდა იყოსო" თქვა და დარჩა....... დარჩა სამუდამოდ....

რუსულმა ვერტმფრენმა ტყვიამფქვევრის ჯერით გადაჭრა ჰოსპიტლის ეზოში(((

რამ გამახსენა გოგა?

გოგა სააკაშვილის მმართველობის მიერ მგლის ბილეთით იყო გაგდებული ეროვნული გვარდიიდან ..... მე რა ვიცი?

ერთად მოგვართვეს 4 ნაბრძოლ ადამიანს ეს მგლის ბილეთი....... მიუხედავად ამისა ოთხივე ვმონაწილეობდით

2008 წელს და არც ერთს არ გვიფორთხია",- წერს ჟორდანია.

გოგა აბრამიშვილი, 1967 წელს, სიღნაღში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1985 წელს, სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა - სამკურნალო ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან ჯარში გაუწვევიათ და მოსკოვთან ახლოს მსახურობდა. მას ომში იარაღით არ უბრძოლია. მაგრამ მთელი სიმამაცით და თავგანწირვით იბრძოლა. არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა და გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დატოვა – ვიდრე ნაღმის ანასხლეტმა არ იმსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 "ჩემივე აშენებული ავტობანით წავალ გორის ჰოსპიტალში, არ ვაპირებ, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას" - მიხეილ სააკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769949175

მსოფლიო

„ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი და თავად ტრამპი საიმიგრაციო საკითხის გამო რეიტინგს კარგავს“ - ქეთევან გორჯესტანი

„დონალდ ტრამპმა რამდენჯერაც არ უნდა უარყოს, ის რეიტინგს კარგავს საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით გამოჩენილი სისასტიკის გამო“, - ეს განცხადება ქეთევან გორჯესტანმა "France 24-ის" ეთერში გააკეთა. სალომ...

ქეთევან გორჯესტანი

1769947763

საზოგადოება

ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შტორმული ღელვა - 3-4 თებერვლის მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, ქვეყნი...

ანაკლია

1769945621

მსოფლიო

ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაღუპულია 8 ადამიანი

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 26 ადამიანი დაშავდა, ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია. ავტ...

სამგზავრო ავტობუსი

1769943540

სპორტი

ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ისრაელთან გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს, 19 და 21 მარტს მნიშვნელოვანი მატჩები ელის. ეროვნულ გუნდს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ურთიერთობის გარკვევა ისრაელთან მოუწევს. გუშინ გაიმართა საპლეიოფო წილი...

ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები

1769941528

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი გალერის განცხადებაზე: ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც ავრცელებს დეზინფორმაციას

ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც, ამ შემთხვევაში, ს...

გურამ მაჭარაშვილი