"ჩემივე აშენებული ავტობანით წავალ გორის ჰოსპიტალში, არ ვაპირებ, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას" - მიხეილ სააკაშვილი

ჩემივე აშენებული ავტობანით წავალ გორის ჰოსპიტალში, არ ვაპირებ, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

როგორც მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვეტს შიმშილობას.

"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო და თანამებრძოლებო, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო სოლიდარობისთვის და ჰუმანურობისთვის. მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ ჩემი ერის გვერდში დგომით, გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ, ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით ჩემი საკითხით და მსოფლიოში ასეთი რეზონანსი არასდროს არ გამოგიწვევიათ, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.

მინდა, ბოდიში მოგიხადოთ ჩემ მიერ უნებლიეთ მიყენებული, რომელიც მიადგა მთავრობის გულქვაობის პირობებში ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქებას. ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთებით ბავშვებს. მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის, ჩვენ ეროვნულ სიამაყეს პაატა ბურჭულაძეს, ჩვენს ყველა დონის დეპუტატებს, სოლიდარობის ნიშნით შიმშილობისთვის.

რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალოდ და სინამდვილეში ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის, თუ შიმშილობის აქტებისთვის, პეტიციების ხელმოწერებისთვის თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის. უზარმაზარი მადლობა მთელ საექიმო თანამეგობრობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიული წესიერება და კვალიფიკაცია გამოიჩინეს. მადლობა ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და ბოდიში მიყენებული ნერვიულობისთვის.

მადლობა საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდამჭერებს, საერთაშორისო მედიას ჩემი სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლისთვის და რაც მთავარია, ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ნინო ლომჯარიას და მის არაჩვეულებრივ გუნდს, ასევე უკრაინის სახალხო დამცველს უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხს. მადლობა სახელმწიფო ინსპექტორის ოფისს. ყველა კონსილიუმს და თითოეული კონსილიუმის წევრს. მადლობა ყველას, თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს. პირადი და განსაკუთრებული მადლობა თავისუფალ მედიას, დღეისთვის ამ ქვეყნის მომავალზე ყველაზე გამორჩეულად თავდადებულად და რაც მთავარია, წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას.

მე დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებული გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთ დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემს პუტინის ტყვეობაში ყოფნას.

მე, მიხეილ სააკაშვილი მზად ვარ, წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი, ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს, მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ. დავასრულოთ ქვეყნის გათავისუფლებით და როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მეც ვიქნები გარეთ, თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში, სიღატაკისა და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის დაძლევაში.

ახლა მოშვების დრო არ არის, ახლა კონსოლიდაციის დროა. არ შეუშინდეთ არც ზამთარს, არც რეჟიმის მუქარას, არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ, მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ. ვითხოვთ, ვცხოვრობდეთ თავისუფალ, არაძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ არ გვეჭიროს თვალი გაქცევაზე. შევძლოთ, უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს. გვქონდეს მომავალი, როგორც პირადად, ასევე მთელ ქვეყანას.

როგორც არასდროს, ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს, მჯერა, რომ ახლა გამარჯვების დროა. არც ერთ გარიყული ადამიანი, არც ერთი დაკარგული წამი, არც ერთი ნაბიჯი უკან", – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განაცხადებით, ექსპრეზიდენტი თანახმაა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, სადაც მოთავსების შემდეგ შიმშილობას შეწყვეტს. ადვოკატის ინფორმაციითვე, მიხეილ სააკაშვილს დღესვე გადაიყვანენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თუმცა დრო არ დაუკონკრეტებია.

🔲 პარლამენტში მოშიმშილე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს

🔲 "მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გადაყვანაზე და შიმშილობას შეწყვეტს ჰოსპიტალში მოთავსებისთანავე" - ნიკა გვარამია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795636009

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხე მხარეზე: უსუსურ მდგომარეობაში არიან, მათი პოზიციები ძალიან სუსტია, რაც უფრო მეტ საუბრობენ, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი

რაც უფრო მეტ საუბრობენ [მოპასუხე მხარე], კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუ...

ლევან მაჭავარია

1795634938

საზოგადოება

გიორგი ზურაბაშვილი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ზუსტად ამ პრობლემების გადასაწყვეტად

საქართველოსა და რუსეთს შორის არის ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულებია გრძელდება, საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ამ პრობლემების გადასაწყვეტად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ სა...

გიორგი ზურაბაშვილი

1795630668

საზოგადოება

შაკო კუჭაშვილი: ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, ახლა სწორედ ამიტომ კადრულობს ყველაფერს, რადგან კომპრომეტირებული ფიგურაა

ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი...

შაკო კუჭაშვილი

1795627436

საზოგადოება

პრემიერი: ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში, ეს პროგრამა მოქმედებს 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა

„2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქარ...

ირაკლი კობახიძე

1795627013

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა, სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ

განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა. სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა...

ირაკლი კობახიძე