ГРУ-ს გენერალი ჩამოვიდა გადატრიალებას თუ რევოლუციას პირადად რომ უდირიჟოროს?! - მანჩო გიორგობიანი სააკაშვილის ბიძის საქართველოში ჩამოსვლაზე

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ჩამოსვლას, ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი ეხმაურება. ჟურნალისტი წერს, რომ ალასანიას ჩამოსვლა, ქვეყანაში არეულობის მოწყობას უკავშირდება, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის ბიძამ „დირიჟორის“ როლი უნდა შეასრულოს.

თემურ ალასანიას ჩამოსვლა, ჟურნალისტებმა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაიღეს. ალასანიამ მათ კითხვებს არ  უპასუხა.

“ГРУ-ს გენერალი, წლების განმავლობაში, სსრკ კგბ-ეს ჭორების განყოფილების ხელმძღვანელი ჩამობრძანდა მისთვის საძულველ და საგინებელ საქართველოში… ( ვისაც არ სჯერა, მოუსმინოს ბიძა-დისბუშის სატელეფონო ლანძღვა-გინებას ქართველების მისამართით)…

როგორც ჩანს, გადატრიალებას თუ რევოლუციას პირადად რომ უდირიჟოროს?!

(მაგას ჭამს გერმანია?!)

ეტყობა, გულბოზამ ვერ გაუქაჩა, ხოლო, ნიკა მელიას ყველაფერი ვერ აკადრებინეს, მაგნების მთლად უპირობო მარიონეტი ვერ არის, თუ რაშია საქმე?!

გააქტიურდება ახლა “ზაგატოვკები”, საბოტაჟები, ველოდოთ კრიმინალის მომატებას, ვინმე ცნობილი ჟურნალისტის, ან ოპოზიციონერის მკვლელობას და ა.შ. ბანალურ რევოლუციურ სცენარებს, რომლებმაც არაერთხელ დადო შედეგი…

ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ აჰყვება, დიდი იმედი მაქვს, კარგად გვახსოვს, გიორგი სანაიას მკვლელობა ვის და რა მოვლენებს “დაეცა ჯოკრად” და რამდენი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში ვითომ ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელიც ძალიან მალე მთლიანად შეერწყა სააკაშვილის ხროვას,  ვინც არ მოინდომა, ისინი კი მოიშორეს და არავისთვის გაუყვიათ ხელისუფლება… მალევე დაიწყო ავტორიტარული ტირანია და როგორ დააქციეს ქვეყანა გინდა ეკონომიკურად, გინდა სტრატეგიული ტერიტორიების “მეგობრებზე” და ღია მტრებზე გადაცემით, ესეც გვახსოვს და არ დაგვავიწყდება…

მკვლელებს და ჯალათებს რა უნდა ვაპატიოთ? რომელი მგლოვიარე ოჯახის მაგივრად ვაპატოთ? მერე, ამდენი მოკლულის ახლობლებს და ნათესავებს თვალი როგორ გავუსწოროთ?!.

არ ვიცი რით დავიმსახურე, მაგრამ ერთ დღესაც, სულხან მოლაშვილის მამამ დამირეკა და მადლობა მითხრა, ტიროდა კაცი… დედამიწაზე არ მოიძებნება “ფული”, რომელიც ამ ტკივილიან მადლობას გამაყიდინებს, ვერანაირი მილიონი და ვერანაირი მილიარდი ვერ გადამათქმევინებს ჩემს პოზიციას სულხანთან დაკავშირებით და ვერასდროს დავაღალატებ მოლაშვილების ოჯახს! და ასე მტკივა კიდევ ბევრი ოჯახი, ვისაც უდანაშაულოდ დაუხოცეს კაცები…

ისიც მახსოვს, სულხანი უკვე დაჭერილი ჰყავდათ, მოლაშვილებს სპეციალურად აყიდინეს წავკისის აგარაკი, რომელიც მერე ვითომ გაჭირვებულ ოჯახებს აჩუქეს, რეალურად კი პიარისთვის სჭირდებოდათ, ვერანაირი კორუფციული სიმდიდრე ვერ აღმოუჩინეს და ეს იკადრეს, მათივე დავალებით ნაყიდ წავკისის სახლს ატრიალებინებდნენ ყველა ტელევიზიას და სამწუხაროდ ბევრმა დაიჯერა კიდეც… ამით იმის თქმა მინდა, რომ ნაცხლისტობის თახსირი ტვინები კიდევ ბევრს იკადრებენ და მოიგონებენ, მინდა გთხოვოთ, ყველაფერი გადაამოწმოთ ხოლმე და კგბ-თემურას დირიჟირებულ პროვოკაციებს არ წამოეგოთ, განსაკუთრებით, აუხსენით ახალგაზრდებს, თუ ვინ არიან თემურა ალასანია და იგორა გიორგაძე (გია ჭანტურიას მკვლელობის დამკვეთი, ედიკაზე ტერაქტის მომწყობი, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, უბნების ერთმანეთზე წამკიდებელი, ვაჟკაც ბიჭებს რომ ერთმანეთი ეხოცათ და ასე ჩაეგდო ქუჩა ხელში)…)… ორივე კაგებეშნიკი მონაწილეობდა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაგდება-მკვლელობაშიც, ასევე შევარდნაძის გადატრიალებაშიც 2003-ში, რაც პირადად რუსეთის ინტერესი იყო, რადგან სწორედ ედუარდმა შეიტანა ნატო-ში განაცხადი და არა მიხუნჰაუზენმა, როგორც ამას ტრიპაჩობს და ეს ტყუილი სახელმძღვანელოებშიც კი უწერიათ ბავშვებს.

ახალგაზრდებს კი არ ახსოვთ, რომ სწორედ რუსეთის თანხმობით და ივანოვის ხელდასმით აიყვანეს სააკაშვილი ტახტზე, სავარაუდოდ, აუღებელი კოდორის ხეობის და ახალგორის რაიონის – რუსეთის საოცნებო სტრატეგიული ტერიტორიების ავტონომიებზე მიკერებაც გამოიხატა ხელისუფლების მირთმევისთვის ვალის დაბრუნებაში… კოდორი უნიკალური საბრძოლო – სტრატეგიული სიმაღლეა, ხოლო, ახალგორთან უნდა გაევლო გაზსადენს “ნაბუქო”, რაც სწორედ სააკაშვილის 2008 წელს პროვოკაციების გამო ჩაიშალა, სწორედ 2008 წელი დაასახელა თურქეთის მთავრობამ მემორანდუმით შეკრული გრანდიოზული პროექტის ჩაშლის მიზეზად, რაც ევროპის ენერგო-დამოუკიდებლობას უკავშირდებოდა და რუსეთის “სამხრეთ ნაკადის” ჩავარდნას… (გადახედეთ, დღეს რა ამბებია “ჩრდილოეთ ნაკადის” გარშემო და მერე მიხვდებით, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ნაბუქოს საქართველოს და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ვინ დაასხა რუსეთის წისქვილზე წყალი.. ეჰჰ, კიდევ რამდენი ასეთი კონკრეტიკა, მაგრამ მიჰათმადიდებლების სექტას იმ უნაოჭო გლუვ ტვინებში როგორ ჩაუდებ?!

ასე რომ, სწორედ КГБ გვიტევს გაერთიანებული ფრონტით უკვე მესამედ და ყველამ გაანძრიეთ თავები, ვისთან დგახართ და ვის პარტიას აძლიერებთ, უკვე მესამედ ნუ დააქცევინებთ ძლივს მუხლებიდან ამდგარ ქვეყანას…

საერთოდ კი, ეს გიენები ყველა იმპერიას დააგლეჯინებენ საქართველოს, ოღონდ მათ აღუდგინონ ძალაუფლება… ყველაფრისმკადრებლები არიან…

(რა საკითხიც დაგაინტერესებთ მეტად, მკითხეთ და დაგიკონკრეტებთ)”, – წერს გიორგობიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი - რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს

🔵ყურადღება! - იტალიური მართვის მოწმობის აღების წესები იცვლება!

🔵ჩემი ქმარი ჩემზე 9 წლით უმცროსია, მაგრამ ... რას ამბობს თეა წულუკიანი პირად ცხოვრებაზე?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788263155

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: თურქი კოლეგის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული

თურქი კოლეგის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ს...

სულხან თამაზაშვილ

1788261602

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო

რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლებ...

ლევან მაჭავარიანი

1788260097

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულება...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1788259729

საზოგადოება

სუსი: 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონ...

სუსისსუსის

1788258781

საზოგადოება

არჩილ ბერიძე: რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებ...

არჩილ ბერიძე