ჩემი ქმარი ჩემზე 9 წლით უმცროსია, მაგრამ ... რას ამბობს თეა წულუკიანი პირად ცხოვრებაზე?

„ალბათ, ეს არ უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მეუღლე არის ჩემზე 9 წლით უმცროსი, არის ძალიან კარგი ადამიანი და, ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაშიც გამიმართლა“, - თქვა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „საღამოს პოსტში“.

„ფაქტი, რომ მე ჩემი ერთადერთი შვილი შემეძინა 42 წლის ასაკში, ვთვლი, რომ ღვთის ძალიან დიდი წყალობაა და სწორედ ამიტომ შევძელი კარგი დედობა. მე ადრეულ ასაკში დედობისთვის მზად არ ვიქნებოდი. ვამაყობ, რომ მიუხედავად სამსახურისა, შევძელი მეგობრული ურთიერთობის დამყარება და დედაშვილური კავშირის ჩამოყალიბება“ - აღნიშნა წულუკიანმა.

„მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ქმარს მაინც მეუღლე ურჩევნია შინ ვიდრე გარეთ.

ის, რომ ის ყველაფერი აიტანო, რასაც ის იტანს, ძალიან რთულია, ვაღიარებ. არის ძალიან კარგი მეუღლე, ძალიან კარგი მამა.

ძალიან არ მინდოდა, ვყოფილიყავი მხოლოდ დიასახლისი, განა იმიტომ, რომ ეს ცუდია, უბრალოდ მინდოდა ბევრ ადგილას წავსულიყავი, ბევრი რამ მენახა…

რომ არა ჩემი მშობლების მხარდაჭერა, 16 წლის ასაკში ვერ წავიდოდი საფრანგეთში და ვერ დავიწყებდი იქ სწავლას“ – თქვა მან.

ასევე საინტერესოა:

🔵 ელენე ხოშტარია: სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანურის მიჭახუნება ოცნების წარმომადგენლებთან

🔵 ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი თურქულ ენაზე დაიბეჭდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794421665

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...

არჩილ გორდულაძე

1794418145

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს

„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...

გიორგი კახიანი

1794417130

ახალი ამბები

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...

ყვითელი ლენტი

1794415878

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო

„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...

მიხეილ ყაველაშვილი

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი