გურამ მაჭარაშვილი: გახარიას შეეშინდა კომისიაზე ფიზიკურად დასწრების, რადგან არ არის მარტივი ჩორჩანის მცხოვრებლებს, რომლებმაც მილიონი კვადრატული მეტრი დაკარგეს, პასუხები გასცე

„როგორც ვიცით, გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩართვის მზაობა აქვს, თუმცა, რამდენად განხორციელდება ეს, ხვალ ვნახავთ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გახარიას შეეშინდა კომისიაზე ფიზიკურად დასწრების, რადგან არ არის მარტივი ჩორჩანის მცხოვრებლებს, რომლებმაც მილიონი კვადრატული მეტრი დაკარგეს, პასუხები გასცე.
„გახარიამ ვერ გაბედა კომისიის სხდომას ფიზიკურად დასწრებოდა. ისიც გვახსოვს, პირველი გამოძახების წინ რომ ამბობდა, მივალ და დავამთავრებ ამ კომისიასო. მოვიდა და ვინ დამთავრდა, კი ვნახეთ - უკვე ფიზიკურად ვეღარ მოდის. ის კომისიის სხდომაც ყველას ახსოვს, გახარიას რომ არაფერზე ჰქონდა პასუხები.
შესაბამისად, განადგურდა ის და კომისიას კი ვერაფერი დააკლო. გახარიას კომისიის სხდომაზე მეორედ დასწრების შეეშინდა და საზღვარგარეთ იმიტომ წავიდა. ახლა, იმედია, არ შეეშინდება და ჩაერთვება მაინც, არ შექმნის რამე ხარვეზს სპეციალურად და არ იტყვის, ვერ გიპასუხეთო. იმიტომ, რომ არ არის მარტივი, იმ ადამიანს, რომელიც იქ, [ჩორჩანაში] ცხოვრობს და დაკარგა შესაძლებლობა, მილიონი კვადრატული მეტრით ისარგებლოს, პასუხები გასცე“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
1751393159
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია
ქართველი მეზღვაურები წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო...
1751391906
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...
1751391869
მსოფლიოპუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...
1751389681
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...
1751389646
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია
„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...