იაგო ხვიჩია სააკაშვილზე: იძახდე, მწამლავენო და ამ დროს ციხის საავადმყოფოში იყო, ეს დამაჯერებლად არ გამოიყურება

"მიხეილ სააკაშვილს არ წამლავენ. აქედან გამომდინარე, „მაგნიტსკის სიებზე“ მუშაობა ამ თვალსაზრისით, თითქოს ვიღაც სააკაშვილის სიცოცხლეს ანადგურებს და ამიტომ სიაში უნდა შევიყვანოთ, პერსპექტიული არ იქნება", – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა უნდა აირჩიოს, რჩება ქართულ პოლიტიკაში და იბრძვის, თუ მიდის ქართული პოლიტიკიდან.

"მიხეილ სააკაშვილს მაინც უფრო გრძელვადიან თამაშზე გადასვლას ვურჩევდი. მან უნდა აირჩიოს, რჩება ქართულ პოლიტიკაში და იბრძვის, თუ მიდის ქართული პოლიტიკიდან. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ სააკაშვილმა ბრძოლა გადაწყვიტა, მაშინ ის უნდა გადავიდეს ციხეში და ბრძოლა იქიდან გააგრძელოს, მაგრამ თუ სააკაშვილმა პოლიტიკიდან გასვლა გადაწყვიტა, თუ გადაწყვიტა, თვითონაც დაისვენოს და სხვებიც დაასვენოს, მაშინ ის რაღაცნაირად უნდა დანებდეს. უნდა თქვას, რომ მე დავმარცხდი და გამიშვით ახლა, თავი დამანებეთო, მაგრამ იბრძოდე და იძახდე, მწამლავენო, ამ დროს ციხის საავადმყოფოში იყო, ეს დამაჯერებლად არ გამოიყურება.

საქართველოს მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს. ჩვენ შეგვიძლია, დიდი სია გავაკეთოთ მათი არასწორი ქმედებების და არასწორი გადაწყვეტილებების ჩამონათვალით. შეგვიძლია, მილიონ რამეში გავაკრიტიკოთ, მაგრამ შევქმნათ „მაგნიტსკის სია“ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში აწამებენ, მაგის არ მჯერა. თუ ვიტყვით, რომ „ქართული ოცნება“ სიაში უნდა შევიყვანოთ იმის გამო, რომ სააკაშვილს აწამებენ, ბოლოს აღმოჩნდება, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აწამებენ და ეს ყველაფერი რაღაცნაირი ბუშტი იქნება. მიხეილ სააკაშვილს ციხე არ მოსწონს. ტყვეობაში ცუდად ხდება, შესაბამისად, მისი ავადმყოფობა არის არა წამების გამო, არამედ იმის გამო, რომ სააკაშვილი ციხეში თავს კომფორტულად არ გრძნობს. მისი დაავადებაც და მისი ნერვიული სტრესიც აქედან გამომდინარეობს.

სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

მიხეილ სააკაშვილი ბრძოლას თუ აპირებს, ბრძოლისთვის ციხის საავადმყოფო არ ვარგა. „ქართული ოცნება“ აყვედრის, ოროთახიან ბინაში გვყავსო. თუ ხვდები, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო პოლიტიკური ბრძოლა მოგბეზრდა და პოლიტიკა არ გინდა, საკმარისია, ეს ადვოკატის ენით თქვა. შენ თვითონ უნდა გამოხვიდე, ძალა მოიკრიბო, უნდა მიხვიდე პროცესზე და იქ თქვა, რომ ხალხო, თავი დამანებეთ, პოლიტიკიდან მივდივარ და დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინ გასაგები იქნება – მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან გადის. თუ ბრძოლა მიმდინარეობს, ჯერ არ მახსოვს, დატყვევებულ გენერალს ვინმე ბრძოლის დასრულებამდე ათავისუფლებდეს.

ვინც გინდა, იმან გააკეთოს დასკვნა – მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში თავს კომფორტულად და კარგად არ გრძნობს. ციხეში ის ისეთი ლაღი არ არის, როგორიც გარეთ იქნებოდა. მაგრამ ამის იქით რაც არის, მოწამვლა და ის კვდება, არ კვდება, ეს მესმის უკვე წელიწადზე მეტია. შესაბამისად, დავიტოვებ ნებას, რომ ოდნავ სკეპტიკური ვიყო ამ ფაქტის მიმართ", – აღნიშნა ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "როცა უნდა ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა - უკრაინელია" - მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794152313

საზოგადოება

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. დიპლომატიური სამსახური სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვუსამძიმრებთ...

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

1794151114

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია

ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...

დავით მათიკაშვილი

1794148500

საზოგადოება

გენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას

საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხა...

გენადი არველაძე

1794145684

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც აქტუალურია

„ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - ამ...

ირაკლი კობახიძე

1794142945

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8 ნოემბერს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ყა...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი