ილია ღლონტი: „მეგობარი აქტი“ შეჩერებულია

„მეგობარი აქტი“ შეჩერებულია, - აცხადებს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოპოზიციონერი ილია ღლონტი ვიდეომიმართვაში. ის შესაბამის პროცედურებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ აქტის „ჩუმი მოსმენა“ სამმა სენატორმა დაბლოკა.

„მეგობარი აქტი“ შეჩერებულია. რას ნიშნავს ეს? როდესაც წარმომადგენელთა პალატაში და სენატის საგარეო კომიტეტი დაამტკიცებს რაღაც აქტს, რომელიც არის ორპარტიული, მას საჯარო დებატი და სენატში განხილვები არ სჭირდება და ისე გადის ხოლმე პირდაპირ კანონად. თუმცა, ამ შემთხვევაში საჭიროა თანხმობა, სენატში ე.წ. ჩუმი თანხმობა, რომელსაც ვერ მიაღწიეს. სამმა სენატორმა დაბლოკა კანონი, „ჩუმი მოსმენა“ და შესაბამისად, იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ გავიდეს სენატში, აუცილებელია, რომ ჩაინიშნოს სხდომა, სადაც გაიმართება დებატები კანონის ირგვლივ და ამის გაკეთება მხოლოდ სენატში მაღალჩინოსნებს შეუძლიათ.

ეს პროცესი იქნება უფრო გრძელვადიანი, იმედი გვაქვს, რომ ეს განხორციელდება და ამისთვის არის საჭირო ძალიან დიდი ზეწოლა, მათ შორის ამერიკის სენატში. ეს უკვე პოლიტიკური პარტიების გასაკეთებელია და აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეს ჩვენი მხრიდან, რომ მოხდეს დაინტერესება ამერიკელი სენატორებისა ამ აქტის მხარდაჭერაში და იმაში, რომ ადმინისტრაციული ნაწილი შესრულდეს ისე, როგორც საჭიროა. მე ეწვი მეპარება, რომ შესაძლებელი იქნება იმ სამი კონგრესმენის დათანხმება, რომ გაიწვიონ ის ვეტო, რომელიც მათ დაადეს”, - ამბობს ილია ღლონტი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753453661

სპორტი

ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების გამარჯვებულია

ქართველი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ჩემპიონია – ქართველმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის პარათამაშებზე საქართველოს ახალ...

ანა ჯაფარიძე

1753453309

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ჩვენი გზა არის ევროკავშირში, თუმცა ევროკავშირთან მისასვლელი გზა უნდა იყოს ღირსეული და ამ გზაზე ჩვენ საკუთარ სინდისზე, მორალზე, ნამუსზე, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, დამოუკიდებლობაზე უარს ვერ ვიტყვით

ჩვენი გზა არის ევროკავშირში, თუმცა, ევროკავშირთან მისასვლელი გზა უნდა იყოს ღირსეული და ამ გზაზე ჩვენ საკუთარ სინდისზე, მორალზე, ნამუსზე, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, დამოუკიდებლობაზე უარს ვერ ვიტყვი...

დავით მათიკაშვილ

1753453230

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: მოახლოებულია თვითმმართველობის არჩევნები და ხდება ფსონის დადება ტყუილის დაბრალების ძალიან დიდ მცდელობაზე. ოპონენტების გაშავების მეთოდი რა არის - მაქსიმალურად უნდა დააბრალო ტყუილი

მოახლოებულია თვითმმართველობის არჩევნები და ხდება ფსონის დადება ტყუილის დაბრალების ძალიან დიდ მცდელობაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თა...

დავით მათიკაშვილი

1753451873

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია. ორბანი მიიჩნევს, რომ ომში მყოფი ქვეყანა გაერთიანების წევრი არ უნდა იყოს, რადგან ევროკავში...

ორბანი

1753450736

ახალი ამბები

დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო შეიქმნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო შეიქმნა. საბჭოს შექმნის შესახებ ახალ დადგენილებას საკრებულოს...

დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო შეიქმნა