უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია.
ორბანი მიიჩნევს, რომ ომში მყოფი ქვეყანა გაერთიანების წევრი არ უნდა იყოს, რადგან ევროკავშირი იძულებული გახდება ომში ჩაებას. უნგრეთი კი ფრონტის ხაზზე მყოფ სახელმწიფოდ გადაიქცევა, რის გამოც დაიღუპებიან უნგრელები, განადგურდება უნგრეთი და ქვეყნის ეკონომიკა.
ორბანი ფიქრობს, რომ ევროკავშირმა უკრაინას, წევრობის ნაცვლად, სტრუქტურული და სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაუწიოს.
„ერთი წლის წინ უკრაინაში ომის დასასრულებლად უკეთესი ვითარება იყო. ახლა საქმე უფრო რთულადაა. ის, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებდა და დრო მათ მხარეს იყო, ერთი წლის წინაც და ახლაც სიცრუეა. უკრაინა ჩვენი მეზობელია, მაგრამ მისი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. რადგან უკრაინაში ომია, ის ჩვენს მიწაზეც მოვა და ბრძოლის ველად გადავიქცევით. ომში მყოფი ქვეყნის ევროპაში გაწევრიანება ევროპაში ომს ნიშნავს. ეს რეგიონს დააზიანებს, მოიტანს ნგრევასა და ტანჯვას. ეს გაანადგურებს უნგრეთს, უამრავი უნგრელი დაიღუპება, ახალგაზრდებს ომში წაიყვანენ. საშინელი განადგურება გველის. დაინგრევა ეკონომიკა“, - თქვა ორბანმა.
1753473965
ახალი ამბებიპრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კ...
1753473278
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პრესსპიკერისდეზინფორმაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ნაცვლად ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე...
1753471736
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა. მთავრობის მეთაური ხმლით ფარიკაობაში ქართველი სპორტსმენის ასპარეზობას და და...
1753466972
ახალი ამბებიშალვა გოგოლაძე: მადლობა სანდრო ბაზაძეს ამ ემოციისთვის - მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული
სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა. „მადლობა სანდროს ამ ემოციისთვის, მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული. განსაკუთრებულად მინდა ს...
1753462546
სპორტიპრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპი...