დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო შეიქმნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო შეიქმნა. საბჭოს შექმნის შესახებ ახალ დადგენილებას საკრებულოს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი უხელმძღვანელებს.

„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე სისტემურ მუშაობას ისახავს მიზნად და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინაციას შეუწყობს ხელს.

საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონს, „ბავშვთა უფლებების კოდექსს“ ეფუძნება და საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად წარმართავს“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა.

საბჭოს მთავარი მიზანი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა, საჭიროებების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგი, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე საბჭო საკრებულოს წევრებისგან, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან, საჭიროების შემთხვევაში კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტებისგან შედგება.

ახალი საბჭო გენდერული თანასწორობის საბჭოს შეცვლის, რომლის უფლებამოსილებაც 2025 წლის ივლისის დადგენილებით გაუქმდა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1753473965

ახალი ამბები

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კ...

პრეზიდენტი

1753473278

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პრესსპიკერისდეზინფორმაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ნაცვლად ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე...

შალვა პაპუაშვილი

1753471736

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა. მთავრობის მეთაური ხმლით ფარიკაობაში ქართველი სპორტსმენის ასპარეზობას და და...

ირაკლი კობახიძე

1753466972

ახალი ამბები

შალვა გოგოლაძე: მადლობა სანდრო ბაზაძეს ამ ემოციისთვის - მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული

 სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა. „მადლობა სანდროს ამ ემოციისთვის, მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული. განსაკუთრებულად მინდა ს...

შალვა გოგოლაძე: მადლობა სანდრო ბაზაძეს ამ ემოციისთვის - მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული

1753462546

სპორტი

პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპი...

ბაზაძე