დავით მათიკაშვილი: მოახლოებულია თვითმმართველობის არჩევნები და ხდება ფსონის დადება ტყუილის დაბრალების ძალიან დიდ მცდელობაზე. ოპონენტების გაშავების მეთოდი რა არის - მაქსიმალურად უნდა დააბრალო ტყუილი

მოახლოებულია თვითმმართველობის არჩევნები და ხდება ფსონის დადება ტყუილის დაბრალების ძალიან დიდ მცდელობაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ პოზიციას, რომ „საქართველოს ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში იქამდე, ვიდრე მისი მთავრობა არ შეიცვლის ავტორიტარულ კურსს“.

კითხვაზე, პოზიციის ხშირი შეხსენება უკავშირდება თუ არა ევროკომისიის მიერ დათქმულ ვადას - 31 აგვისტოს და რის თქმას ცდილობს ევროპარლამენტი ამ ფორმით, მათიკაშვილმა განაცხადა, რომ აქ ახალი არაფერია.

„მოახლოებულია თვითმმართველობის არჩევნები და ახლა ხდება ფსონის დადება ამ ტყუილ ნარატივზე, ტყუილის დაბრალების ძალიან დიდ მცდელობაზე. ხომ კარგად იცით, ოპონენტების გაშავების მეთოდი რა არის, მაქსიმალურად უნდა დააბრალო ტყუილი ან ისეთი რაღაცის გაკეთება მოსთხოვო, რომელსაც თვითონ ქართველი ხალხი არ დაუშვებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მან აქვე მიმოიხილა, თუ რის გაუქმებას ითხოვენ ევრობიუროკრატები საქართველოსგან.

„რას ითხოვენ ჩვენგან, რა უნდა გავაუქმოთ? გამჭვირვალობის შესახებ კანონი? - შეერთებულ შტატებში რომ პირდაპირი აღიარება მოხდა USAID-ის სკანდალის ჭრილში იმისა, რომ შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელის ფული დემოკრატიის ნგრევას, სწორედ „დიფ სთეითის“ სურვილებს ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში?

თუ ოჯახური ღირებულებების დაცვის სამართლებრივი რეგულაციები უნდა გავაუქმოთ, რომელსაც მხარს უჭერს უდიდესი უმრავლესობა. მინდა, ყოველი წლის 17 მაისი გავახსენო საზოგადოებას, მთელი ერი როგორ გამოდის ქუჩაში და როგორ ამბობს, რომ იდეოლოგიური თვალსაზრისით ჩვენთვის მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა. არავინ არავის არ ეხება, არავინ არავის საქმეში ცხვირს არ ყოფს და არ აინტერესებს, ვინ რას აკეთებს. ჩვენ არ გვინდა ამის იდეოლოგიური პროპაგანდირება ჩვენს ქვეყანაში და ამის სრული უფლება გვაქვს - ჩვენ იმ ფესვებზე ვდგავართ, იმ სახელმწიფოს შვილებს წარმოვადგენთ, რომელსაც გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული წარსული და დღევანდელობა. ეს ღირებულება არ არის მოგონილი და მოფიქრებული „ქართული ოცნების“ მიერ. ამაზე ვდგავართ. „აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა“, ლაიბნიცმა თქვა და თუ ჩვენ წარსულს, ფესვებს მოვიჭრით, ჩვენ მომავალი არ გვექნება. სწორედ მომავალი ნათელი დღის შენარჩუნებას ეხება იმ იდეოლოგიისგან ჩვენი შვილების დაცვა.

შეგახსენებთ, რა იყო ევროკავშირისგან პირობა. ახსოვს ჩვენს საზოგადოებას, რომ თურმე, ევროკავშირი საქართველოსგან არ მოითხოვს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს, არ მოითხოვს სამოქალაქო აქტების დაკანონებას, ერთი სქესის წარმომადგენლებმა რომ ბავშვები შვილებად აიყვანონ. დღეს საპირისპიროს რატომ ითხოვენ? ამ ყველაფერს ისე ფუთავენ, თითქოს, ავტორიტარული გზით მიდის საქართველო. საბჭოთა კავშირის გზაზე რომ დგას ევროკავშირი, საბჭოთა სურნელით რომ არის გაჯერებული განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ევრობიუროკრატია, რაც თვითონ ევროპაში კარგად ესმით, ეს ხომ ფაქტია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1753473965

ახალი ამბები

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კ...

პრეზიდენტი

1753473278

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პრესსპიკერისდეზინფორმაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ნაცვლად ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე...

შალვა პაპუაშვილი

1753471736

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა. მთავრობის მეთაური ხმლით ფარიკაობაში ქართველი სპორტსმენის ასპარეზობას და და...

ირაკლი კობახიძე

1753466972

ახალი ამბები

შალვა გოგოლაძე: მადლობა სანდრო ბაზაძეს ამ ემოციისთვის - მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული

 სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა. „მადლობა სანდროს ამ ემოციისთვის, მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული. განსაკუთრებულად მინდა ს...

შალვა გოგოლაძე: მადლობა სანდრო ბაზაძეს ამ ემოციისთვის - მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული

1753462546

სპორტი

პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპი...

ბაზაძე