ირაკლი ფავლენიშვილი: არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემთხვევაში, წინააღმდეგობა შესუსტდება, რაც შიდა დაპირისპირებებსა და რყევებს იწვევს, ერთადერთი გზაა რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად - მონაწილეობით, ბრძოლას დააზიანებს პოლიტიკური აქტორი

„ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების არჩევნებში მონაწილეობა, შეასუსტებს წინააღმდეგობას, რაც თავის მხრივ, იწვევს შიდა დაპირისპირებას, რყევებსა და საერთაშორისო ზეწოლას.

„4 ოქტომბერს რომ არჩევნები იყოს, ყველა პოლიტიკოსი დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება, ამიტომ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ორი მთავარი მიზეზია, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატურულ ძალას, ივანიშვილის ბანდის სახით, დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დაეხმარება.

მეორე: წინააღმდეგობა შესუსტდება, ის რაც მთავარ დაბრკოლებას უქმნის რეჟიმს, რაც შიდა დაპირისპირებებსა და რყევებს იწვევს, ასევე, საერთაშორისო ზეწოლას, რაც ერთადერთი გზაა მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მონაწილეობის მიღებით ამ ბრძოლას დააზიანებს პოლიტიკური აქტორი. ერთადერთი, რაც უნდა შეცვალოს არის პოლიტიკური აქტორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 19 ივლისს აქციაზე კარგად დაინახეს, თუ რა არის საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753297963

ახალი ამბები

„სამწუხაროდ, არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა - ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ ყაველაშვილი

„არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ არსებობდეს, ეს არ არსებობს და შედეგიც იგივე დგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდ...

მიხეილ ყაველაშვილი

1753296588

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც გახდა საფუძველი, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის შეეთავაზებინა, გამოეყენებინათ შე...

მიხეილ ყაველაშვილი

1753296361

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, „დიფ სთეითი“ ჩაერთო და მასობრივი შეტევა განახორციელეს უკრაინული ხელისუფლების მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ აგენტებით ჰყავდა დაკომპლექტებული ის ინსტიტუტები, რომლის გადაკეთებასაც აპირებს ზელენსკი

ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა უკრაინული მხარე იღებს დამოუკიდებლად, ეს, რა თქმა უნდა, უკრაინული მხარის არჩევანი და მათი უფლება არის, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლე...

ლევან მაჭავარიანი

1753295229

საზოგადოება

„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს

„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს. დღეს ქართული სცენა კიდევ ერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა დაიკავა - ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი პროექტ „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში იმართება. პოპმუ...

„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს

1753293364

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ

ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოე...

ირაკლი კობახიძე