ირაკლი კობახიძე 20 ივნისის საქმეზე: აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები, გახარია თავს ვერ გაიმართლებს

„გახარია თავს ვერ გაიმართლებს, მით უმეტეს, რომ აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული ფართო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასმული კითხვის პასუხად, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, ვინაიდან შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები და ახლა გამოსავალი არ აქვს გახარიას, იმდენად ჩიხურ სიტუაციაშია შესული.

„აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები და შესაბამისად, მინისტრსა და მის ქვემდგომებს ემორჩილებოდნენ, ბუნებრივია, მაშინ პოლიციელები, რომლებიც იღებდნენ ბრძანებებს და ამ ბრძანებებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენს მაგივრად მიიღო ვიღაცამ გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა ადამიანებისთვის ასეთი მძიმე ზიანი. ვიღაცა თავზე გადაგახტათ ამ დონეზე და მერე რჩებით თანამდებობაზე, მერე იღებთ დაწინაურებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ხომ გასაგებია აქ რასთანაც გვაქვს საქმე. გასასვლელი არ აქვს, გამოსავალი არ აქვს გახარიას, ანუ იმდენად მძიმე მდგომარეობასა და ჩიხურ სიტუაციაშია შესული რომ არავითარი გასასვლელი არ აქვს მას ამ მძიმე მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, ის თავს ვერ გაიმართლებს, მით უმეტეს, რომ აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული ფართო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765913318

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა

„ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე

1765913278

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგად...

ირაკლი კობახიძე

1765912600

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია, 30 ათასზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება, მომავალში მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება

„ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა ასეთი ჯარიმები, 30 ათასზე მეტ ადამიანს გაუუქმდება მართვის უფლების შეჩერ...

ირაკლი კობახიძე

1765912567

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობების განვითარების გაღრმავებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთ...

ირაკლი კობახიძე

1765912364

საზოგადოება

პრემიერი: აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, ჩვენთვის მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას

„აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა; ზოგადად, აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, მთავრობებს შორის არის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, აქედან გამ...

ირაკლი კობახიძე